ბრმა ლილის ბედნიერება - კვირის პალიტრა

ბრმა ლილის ბედნიერება

დიდ ბრიტანეთში, შრუსბერის ცხოველთა თავშესაფრის ბინადარმა დოგმა ლილიმ ქუთუთოების მძიმე სენისა და პატრონის უყურადღებობის გამო ორივე თვალი დაკარგა. ოპერაციის შემდეგ ბრმაზე მზრუნველობა ითავა მისი "ლეკვობის მეგობარმა" - დოგმა მედისონმა, რომელიც უგულო პატრონმა თავშესაფარში ლილისთან ერთად ჩააბარა. მედისონს ყველგან თან დაჰყავს ლილი, რომელიც მასთან ერთად უზომოდ ბედნიერია. თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ ძაღლის წაყვანის მსურველი გამოჩნდა, მან აუცილებლად ორივე უნდა წაიყვანოს.

KvirisPalitra.Ge