ნეოფრენოლოგი - კვირის პალიტრა

ნეოფრენოლოგი

ეკონომიკური ბუმის ფონზე ჩინეთში თვითნასწავლი კონსტრუქტორებიც მომრავლდნენ, ზოგმა კუსტარულად მინიწყალქვეშა ნავი ააგო, ზოგმა - პატარა თვითმფრინავი.მაგრამ 46 წლის ყოფილი ფერმერი შუ მანშანგი "უფრო შორს" წავიდა და საკუთარი კონსტრუქციის "მფრინავი თეფშის" შექმნა მოიწადინა. ამისთვის 5,5 მ დიამეტრის მზიდი კონსტრუქცია მოტოციკლის 5 ძრავით აღჭურვა, რომლებზეც "ვერტიკალურად ბრუნვადი" პროპელერები დაამაგრა, რაც მას ჯამში 10.000 დოლარი დაუჯდა. "თეფშისთვის" საბოლოო ფორმის მიცემამდე კი შუმ ახლახან ავიაგამოცდა ჩაატარა და შედეგად, 7 მეტრი სიმაღლიდან მიწას დაენარცხა. ადვილად გადარჩენილი "ფრენოლოგი" იმედს ჯიუტად არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ მშობლიურ ადგილებს თავისი ცათმფრენით აუცილებლად "მოევლინება".