კეიტ მოსის "ოქროს პოზა"
ახლახან კეიტ მოსის ოქროს ქანდაკებაში "სოთბის" აუქციონზე ინკოგნიტო ჩინელმა მყიდველმა 577.250 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. სპეციალისტთა აზრით, მყიდველს მხოლოდ 37 წლის პოდიუმის სუპერვარსკვლავის პიკანტური პოზა არ მოსწონებია - ქანდაკება, სახელწოდებით "მიკროკოსმოსი", ცნობილმა ოსტატმა მარკ ქუინმა 18-კარატიანი ოქროსგან ჩამოასხა. ეს ფარაონების ეპოქის შემდეგ ოქროს ყველაზე დიდი ქანდაკებაა. როგორც ავტორი ამტკიცებს, "პოზირებას კეიტი არ უწევდა".