მაცდური მონიკა - კვირის პალიტრა

მაცდური მონიკა

ახლახან "დოლჩე და გაბანამ" დიასახლისებისთვის თავისი ახალი კოლექციის სარეკლამო კლიპის "მაცდურ მუზად" 47 წლის მონიკა ბელუჩი აირჩია.გადაღება კურორტ პორტოფინოს ქუჩებში მიმდინარეობს. სახელგანთქმული პლაჟები თითქმის დაცარიელდა, დამსვენებლებიც და მოსახლეობაც, რასაკვირველია, "მაცდურ კლიპში" მონაწილე მონიკას სანახავად დადის. მათთვის ორმაგად საინტერესო ის არის, რომ სუპერვარსკვლავის გადაღებას უშუალოდ  დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ხელმძღვანელობენ! სხვათა შორის, მონიკამდე "დოლჩე და Gგაბანას" სარეკლამო სახე ასევე გაამერიკელებული იტალიელი - ლუიზა ჩიკონე, ანუ მადონა გახლდათ.