45 გველი ცოტაა! - კვირის პალიტრა

45 გველი ცოტაა!

60 წლის ბრიტანელმა სიუ კოულმენმა 12 წლის წინ ქუჩაში ნაპოვნი რამდენიმე პატარა ეგზოტიკური გველი შეიფარა. ამჟამად კი მის სახლში უკვე 45

გველი ცხოვრობს. სიუ მთელ დროს საყვარელ "მეგობრებთან" ატარებს.

სიუმ გველები მეზობლის ბავშვებსაც შეაყვარა. ახლა კი თავისი "სერპენტარიუმის" ბინადართა რიცხვის გაზრდაზე ოცნებობს.