ძვირი ლილო - კვირის პალიტრა

ძვირი ლილო

ბოლო დროს მუდმივად შარში გახვეულ ლინდსი ლოჰანს ანუ "ლილოს", ამას წინათ სასამართლომ ლოს-ანჯელესის მორგში იძულებითი შრომა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი დღეში იქ 8 საათს ატარებდა და მიცვალებულთა ზეწრების რეცხვაც უწევდა, ჟურნალ "პლეიბოის" შეფმა ჰიუ ჰეფნერმა ფოტოსესიის ჩატარებაზე 750 ათას დოლარად ვერაფრით დაითანხმა - ლილომ მილიონს ფეხი არ მოუცვალა! ჰიუც იძულებული გახდა, დაეთმო "ცუდი გოგოსთვის", რომელიც, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და რომლის ეროტიკულ ფოტოებს ატლანტის ოკეანის გაღმა-გამოღმა მოუთმენლად ელოდებიან.