ეკოლოგიური თაღლითობა - კვირის პალიტრა

ეკოლოგიური თაღლითობა

ლეონარდო და ვინჩის  სურათი, "ვიტრუვიუსის ადამიანი", ადამიანის სხეულის ჰარმონიის ეტალონად ითვლება.ამიტომ მწვანეთა ორგანიზაცია"გრინპისმა" გადაწყვიტა, ამ სურათით გაეპროტესტებინა თავად ადამიანის მიერ ბუნების ჰარმონიის დარღვევა - მისი ჩარევით თუ რა სისწრაფით დნება არქტიკული ყინული. ამისთვის, მათი დაკვეთით, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში მოდრეიფე აისბერგზე მხატვარმა ჯონ კუიგლიმ "ვიტრუვიუსის ადამიანის" გიგანტური ასლი შექმნა, თუმცა არასრული! ნახატი საგანგებოდ ისეა დახატული, თითქოს მისი ნაწილი დნობის გამო უკვე გაქრა. საგულისხმოა, რომ ეკოლოგები ამ თაღლითობით უაღრესად კმაყოფილები არიან.