ჰუმანური ავტომობილი - კვირის პალიტრა

ჰუმანური ავტომობილი

იაპონურმა კომპანიამ, "ჰუმანიქსმა", ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხო მინიავტომობილი  iSAVE-SC1 გამოუშვა. იმის გარდა, რომ ავტომობილი ეკონომიურია და მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ 50 კმ/სთ-ია, მთელი კორპუსი ფაქტობრივად რბილი ბალიშითაა დაფარული, რომელიც ადამიანთან ან სხვა ავტომობილთან შეჯახებისას იბერება. კომპანია მიიჩნევს, რომ "გარე ბალიშის" იდეას დიდი მომავალი აქვს და ტექნოლოგიის დაპატენტებას აპირებს.