იაფი ბრიტნი - კვირის პალიტრა

იაფი ბრიტნი

ბრიტნი სპირსი გახდა, გაკოხტავდა და ამას წინათ საიდუმლოდ ეწვია რუსეთში "დამწყებ დიზაინერ" კირა პლასტინინას.კირა მილიარდერ სერგეი პლასტინინის ქალიშვილია და სურს, მისი ბრენდის სახე სწორედ სკანდალური სუპერვარსკვლავი გახდეს. ვიზიტის მიზნის შესანიღბად მომღერალმა კონცერტებიც გამართა, რომელზეც მასთან ერთად ფოტოს გადაღება და ზედ ხელის მოწერა საოცრად იაფი - 2.000 დოლარი ღირდა, რითაც ბევრმა თაყვანისმცემელმა ისარგებლა. კრიტიკოსები კი ხუმრობენ, კირას მილიარდერმა მამიკომ ბრიტნის იმდენი გადაუხადა, ფოტოები უფასოდაც უნდა გადაეღოო...