თევზაობას რა უნდა - კვირის პალიტრა

თევზაობას რა უნდა

XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისის მეფე კარლოს I-სა და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII-ს არა მარტო მონადირე ქორ-მიმინო ჰყავდათ, არამედ მოთევზავე ჩვამაც.ამ ფრინველით თევზაობა თანდათან არისტოკრატთა "მოდიდან გამოვიდა". სამაგიეროდ, ამგვარ თევზჭერაზე უარს დღესაც არ ამბობენ ჩინეთში. საგულისხმოა, რომ გაწვრთნილ ჩვამას საკუთარი ტივი სხვისაში არასდროს ეშლება და თავის ადგილს უშეცდომოდ უბრუნდება, თანაც ნებისმიერ თევზს იოლად იჭერს. ფრინველმა თევზი თავადვე რომ არ შესანსლოს, კისრის ძირში სპეციალური ყულფი ისე აქვს წაჭერილი, რომ არც დაიხრჩოს და ვერც თევზი გადაყლაპოს.

KvirisPalitra.Ge