ლამაზი მკვლელი - კვირის პალიტრა

ლამაზი მკვლელი

ეს "ლურჯბეჭდიანი რვაფეხა", რომლის სიგრძე 20 სმ-ს არ აღემატება, ავსტრალიისა და ინდონეზიის ტროპიკულ სანაპიროებთან ბინადრობს და წელიწადნახევარს ცოცხლობს. მთელ სხეულზე გაფანტული კაშკაშა ლურჯი რგოლების გამო იმდენად ლამაზია, რომ, მომაკვდინებელი შხამის მიუხედავად, აკვარიუმებშიც ხშირად ჰყავთ. არადა, ეს რვაფეხა ნეიროტოქსიკურ შხამ მაკულოტოქსინს შეიცავს და მისი ნაკბენი ნებისმიერ ცოცხალ არსებას თვალის დახამხამებაში კლავს.