პლანეტის გავლენიანი პირები - კვირის პალიტრა

პლანეტის გავლენიანი პირები

2 ნოემბერს ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა პლანეტის ყველაზე გავლენიან პირთა რეიტინგი.

სიის სათავეში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაა, რომელსაც შარშანდელ რეიტინგში II ადგილი ეკავა.

II ადგილი მიეკუთვნა რფ-ის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს (შარშან მეოთხე ადგილზე იყო), რფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი 59-ე აღმოჩნდა.

რეიტინგის შარშანდელი ლიდერი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო  III ადგილზეა.

IV ადგილი დაიკავა გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა - ერთადერთმა ქალმა პირველ ათეულში.

V ადგილი ხვდა პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, Mიცროსოფტ -ის დამფუძნებელს, ბილ გეიტსს.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდელ-აზიზი (VII ადგილი), რომის პაპი ბენედიქტე XVI (VII ადგილი), აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური ბენ ბერნანკე (VIII ადგილი), სოციალურ ქსელ Fეცებოოკ-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (IX ადგილი) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი (X ადგილი).

"კომერსანტი.რუ", რუსეთი