ერთი პრობლემის სამიტი - კვირის პალიტრა

ერთი პრობლემის სამიტი

კანში გამართული ოცი ქვეყნის ლიდერთა სამიტი ეძღვნება ევროზონაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას.ეს კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც საბერძნეთის პრემიერმა იორგოს პაპანდრეუმ მიიღო გადაწყვეტილება, საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გამოეტანა დანარჩენი ევროზონიდან მისი ქვეყნისათვის დახმარების გაწევის ზომების პაკეტი. ევროპელ ლიდერთა განცდების კვალად რუსეთის პრეზიდენტი დ. მედვედევი დემონსტრაციულად თავშეკავებული ჩანდა. მან თქვა, - რუსეთი მზად არის, დაეხმაროს ევროპას, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ ევროკავშირმა საკუთარი თავი თავად უნდა გადაირჩინოსო.

მოლოდინის მიუხედავად, საბერძნეთის პრემიერი არ გადადგა. თავისი კაბინეტის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ კი უარი თქვა ევროკავშირიდან დახმარების მიღებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო რეფერენდუმის ჩატარებაზე.

პრემიერ-მინისტრი პაპანდრეუ დათანხმდა ქვეყანაში ნაციონალური ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას. ფიქრობენ, რომ დროებით კოალიციურ მთავრობაში შევლენ ბერძნული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა ლიდერია ანტონის სამარისი. მისი მოთხოვნით, კოალიციური მთავრობა იმოქმედებს ვადამდე არჩევნებამდე (არჩევნები, შესაძლოა, სამი თვის შემდეგ გაიმართოს).

სამაგიეროდ, ოპოზიცია დათანხმდა, მხარი დაუჭიროს შეთანხმებას ევროკავშირსა და მსოფლიო სავალუტო ფონდთან და ამით უზრუნველყოს ათენისთვის ახალი ფინანსური დახმარების გამოყოფა.

სტრატფორი, აშშ