საზღვარგარეთის ქვეყნები
05-12-2011
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ თეირანიდან გამოიყვანა ირანში თავისი დიპლომატიური მისიის წევრთა ნაწილი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ირანის დედაქალაქის ორ რაიონში ბრიტანეთის საელჩოს შენობებთან სტუდენტთა საპროტესტო მანიფესტაციები არეულობად გადაიქცა. მანიფესტანტებმა შენობები დაარბიეს. ისინი იმუქრებიან, რომ მანამ არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ანგარიშს არ გაუსწორებენ დიდ ბრიტანეთს, რომელიც წლების განმავლობაში შეთქმულებებს აწყობდა ირანის წინააღმდეგ.

კოტ-დ'ივუარის ექსპრეზიდენტი ლორან გბარბო ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს საპატიმროში უცდის განაჩენს. შეგახსენებთ, კოტ-დ'ივუარის ყოფილ პრეზიდენტსა და 2010
წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ალასან უატარს შორის ბრძოლა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაკავებლად, ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომად გადაიქცა და 3 ათასზე მეტი კაცის სიცოცხლე შეიწირა, 1 მლნ-ზე მეტი დიუვარელი კი დევნილად იქცა. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მხარი ღიად დაუჭირა არჩევნებში გამარჯვებულ უატარს. საფრანგეთის სპეცრაზმმა 2011 წლის აპრილში აბიჯანში იერიშით
აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია და დააპატიმრა ლორან გბარბო. ჰააგაში მას გაასამართლებენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის.

KvirisPalitra.Geვაშინგტონში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან პრეზიდენტ ობამას შეხვედრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა: "აშშ მზად არ არის ევროპისათვის ეკონომიკური კრიზისის გადასალახავად ფულადი დახმარების გამოსაყოფად. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ევროკავშირს საკმარისი რესურსი აქვს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად - ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც აკლია ევროკავშირს".
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვის კვალად რუსეთმა გადაწყვიტა, სამხედრო თანამშრომლობა განაახლოს კუბასთან, რომელსაც კონფლიქტი აქვს აშშ-სთან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამას აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობის გამწვავება მოჰყვება. ჰავანის მიმართ 1961 წლიდან მოქმედებს ცალმხრივი სავაჭრო ამერიკული-ეკონომიკური ემბარგო. 1966 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული ჰელმს-ბერტონის კანონი კი გულისხმობს დამატებით სანქციებს უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა აქვთ კუბასთან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?