ევროპის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები - კვირის პალიტრა

ევროპის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები

წელს ევროს ბედი წყდება და საეჭვოა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ბრიუსელის მთავარი პრიორიტეტი გახდეს. თუმცა, თუკი ევროკავშირი შეასუსტებს ყურადღებას საგარეო პოლიტიკის პრობლემებისადმი, ამან, შესაძლოა, გარკვეული რისკები შექმნას. სამხრეთში გაურკვეველი რჩება "არაბული გაზაფხულის" გრძელვადიანი შედეგები. თუკი მოვლენები ნეგატიურად განვითარდა, არსებობს მიგრაციის ზრდის დიდი საფრთხე, ხოლო სიტუაცია უსაფრთხოების სფეროში გაუარესდება აღმოსავლეთში, საპროტესტო აქციები რუსეთში ახალ გამოწვევებს ქმნის საპრეზიდენტო არჩევნების წელს; ხოლო ირანის ბირთვული პროგრამა და შენარჩუნებული ჩიხური სიტუაცია ისრაელს და პალესტინას შორის, სერიოზული საფრთხის შემცველია.

მიუხედავად ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებისა, ევროკავშირის ახალი საგარეო-პოლიტიკური აპარატის უსიამოვნებების გაძლიერებისა და კრიტიკისა, რომელიც ევროპის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ, კეტრინ ეშტონის მისამართით ისმის, 2011 წელს ბრიუსელმა გარკვეულ წარმატებებს მაინც მიაღწია. ევროკავშირმა, "არაბული გაზაფხულის" საწყის ეტაპზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, გააერთიანა თავისი წევრი-ქვეყნების ძალისხმევა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მომიტინგეებს ტუნისში, ეგვიპტესა და სხვაგან. ევროპა ძირითადად ინარჩუნებს ერთობას ირანის და სირიის საკითხებზე, ორგანიზება გაუკეთა ნავთობის ემბარგოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, გაყინა რამდენიმე ასეული ირანული კომპანიის, ბანკის და ხელმძღვანელთა აქტივები. მზადდება ზეწოლის უფრო მკაცრი ზომებიც. ევროკავშირმა დაასრულა ხორვატიასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებები, იშუამავლა კოსოვოს და სერბეთს შორის მოლაპარაკებებში, ეხმარებოდა მეკობრეებთან ბრძოლას აფრიკის რქის სანაპიროებზე.

თუმცა, ევროპის წარმატება ლიბიაში საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უზრუნველყვეს აშშ-ისა და ნატოს სხვა მოკავშირეების მხარდაჭერით, მაშინ, როდესაც გერმანია ეწინააღმდეგებოდა უფრო აქტიურ სამხედრო მოქმედებებს. ლიბიის მაგალითმა ცხადყო, რომ ინიციატივა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში ძველებურად ცალკეულ სახელმწიფოებს ეკუთვნით და არა მთლიანად ევროკავშირს.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ