საწამლავი, ტყვია, ბომბი... - კვირის პალიტრა

საწამლავი, ტყვია, ბომბი...

მუსტაფა აჰმადი როშანი მეექვსე მეცნიერია ირანის ბირთვული პროგრამის მონაწილეთაგან, რომელიც ტერაქტების მსხვერპლი გახდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანელ მეცნიერებზე სამი თავდასხმა განხორციელდა - სამივეჯერ ერთნაირი სქემა მოქმედებდა - მსხვერპლის მანქანაზე მოტოციკლისტი მაგნიტურ ასაფეთქებელ მოწყობილობას ამაგრებდა. ორი კაცი დაიღუპა, მესამე - ირანის ატომური სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორი, მძიმედ დაიჭრა.

ბირთვული პროგრამის ერთი მონაწილე მოწამლეს, ორიც დაცხრილეს. დამნაშავეები ჯერაც არ უპოვიათ.

მართალია, ტერაქტებში ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობა ვერც ერთხელ ვერ დამტკიცდა, მაგრამ პირველ რიგში ამ საქმეში ისრაელის საგარეო დაზვერვა "მოსადს" სდებდნენ ბრალს. ექსპერტების აზრით კი, "მოსადი" დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა მრავალრიცხოვანი დივერსიული აქტების განხორციელებას,  უფრო საფიქრებელია, რომ ეს დასავლეთის სპეცსამსახურებისა და ირანის ოპოზიციურ დაჯგუფებათა თანამშრომლობის შედეგი იყოს.

"ირანს ჯერ არ მიუღია სტრატეგიული გადაწყვეტილება ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებით", - ირწმუნება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა, მაგრამ მისივე აზრით, მაინც არსებობს შეშფოთების საბაბი.

ახალი წლის დღეებში თეირანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირანელმა ფიზიკოსებმა პირველად მიაღწიეს ბირთვული საწვავის ელემენტის შექმნას.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ