თურქეთი ბოიკოტს უცხადებს ევროკავშირს - კვირის პალიტრა

თურქეთი ბოიკოტს უცხადებს ევროკავშირს

თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებს 6 თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეამციროს თავისი კონტრაქტები ევროკავშირთან. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ამ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარე კვიპროსის რესპუბლიკა იქნება (თურქეთი მას სამხრეთ თურქეთად მოიხსენიებს). ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს, როგორმე გადაარჩინოს კუნძულის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოლაპარაკების პროცესი.

თურქეთი დიდი ხანია ცდილობს ევროკავშირში გაწევრებას, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკება 2005 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამჟამად ანკარის ევროკავშირში გაწევრებას ხელს უშლის ის, რომ თურქეთი არ ცნობს კვიპროსის რესპუბლიკის ლეგიტიმურობას, რომელიც 2004 წლიდან არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი