საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში "იძულებით" დაბრუნებას არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში "იძულებით" დაბრუნებას არ გამორიცხავს

ექს-პრეზიდენტმა ამის თაობაზე ერთ-ერთ მემარჯვენე ჟურნალთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

სარკოზის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მაისში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან პოლიტიკიდან სრულად წასვლის სურვილი გამოთქვა, საფრანგეთში შექმნილი მოვლენები უკან დაბრუნებას "აიძულებს".

"მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში აღარ ვარ, ბედნიერი ვარ. სკოლაში დამყავს ჩემი ქალიშვილი, მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კონფერენციებში ვმონაწილეობ. თუმცა, მოვალეობა მაიძულებს პოლიტიკაში დაბრუნებას, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ეს საფრანგეთს სჭირდება", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე 2012 წლის მაისში სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა შეცვალა.