სერბეთი და კოსოვო ევროკავშირის გამო შერიგდნენ
13-05-2013
სერბეთი და კოსოვო ევროკავშირის გამო შერიგდნენ
სერბეთმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი სერბეთს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხსნის. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთრინ ეშტონი ამბობს, მას ბოლო წუთამდე ეეჭვებოდა წარმატება. დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, მოლაპარაკება  სერბების წყალობით გახდა შედეგიანი. კოსოვოს მხარემ ბევრი რამ დათმო, თუმცა ექსპერტები ირწმუნებიან, ეს ყველაფერი დე ფაქტო ისედაც არსებობდაო. უპირველეს ყოვლისა, ამაში გულისხმობენ კოსოვოს სერბი მოსახლეობის უფლებას გარკვეულ ავტონომიაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. სერბებსაც დიდ დათმობაზე მოუწიათ
წასვლამ. ისინი დათანხმდნენ დამოუკიდებელი კოსოვოს არსებობას იმ საზღვრებში, რომელშიც ის, როგორც ავტონომიური მხარე, ჯერ კიდევ იუგოსლავიაში არსებობდა. გარდა ამისა, სერბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ კოსოვოში მცხოვრები სერბები კოსოვოს მოქალაქეები არიან და არა სერბეთის, ანუ ფორმალურად უარი თქვეს 70 ათას კაცზე, რომლებიც თავს სერბეთის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ. პარადოქსია,
მაგრამ ეს ლიბერალებმა კი არ გააკეთეს, რომლებიც სლობოდან მილოშევიჩის შემდეგ 12 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, არამედ ხელისუფლებაში დაახლოებით ერთი წლის წინ მილოშევიჩის უახლოესი გარემოცვიდან მისულმა ნაციონალისტებმა. სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი მილოშევიჩის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი იყო, ივან დაჩიჩი კი, რომელმაც ხელი მოაწერა კოსოვოსთან ხელშეკრულებას - პრესმდივანი, თუმცა სიტუაციის პარადოქსულობა მხოლოდ მოჩვენებითია. სერბი-ლიბერალებისგან თავს ვერავინ მისცემდა კოსოვოზე უარის თქმის უფლებას, რა პირობითაც უნდა ყოფილიყო. შესაბამისი წარსულის მქონე ნაციონალისტებს (მაგალითად, ნიკოლიჩი თავის დროზე სერბებს მოუწოდებდა, ჰააგას შევუტიოთ ციხეში გამომწყვდეული გმირების - ნაციონალისტების გასათავისუფლებლადო) კი შეეძლოთ თავისთვის ამის ნება მიეცათ.

ექსპერტების აზრით, შეთანხმების მთავარი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ მხარეები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ევროკავშირში გაწევრებაში. პირველი სერბეთი გაწევრდება, შემდეგ - კოსოვო. ევროკავშირის გაფართოების დარგში ევროკომისრის, შტეფან ფულეს თქმით, ორივე მხარემ უკვე შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები. ევროკავშირში სერბეთის შესვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ.



ვალერა ტაკმადაშვილs
17 მაისი 2013 23:59
კოდორის ხეობა და ახალგორი რომ მიეცით რუსებს ჯერ მაგის განმარტება მოგეცათ და მერე გეწერათ სამომავლო ღალატზე
ვალერა ტაკმადაშვილი
16 მაისი 2013 19:57
საქართველოც ასე იზამს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთში ალკოლიური სასმელების, ხილის, მწვანილის გატანის ხათრით და რუსი ერის "ეღტმორწმუნეობისა და მეგობრობით" დაბრმავებული პუტინის მიერ შექმნილ ევრაზიულ, საბაჟო და სხვა კავშირებში შესასვლელად გააკეთებს ამას. ამისთვის ამზადებს ზაქარეიშვილი და ბიძინა საქართველოს.
Gigi
16 მაისი 2013 16:44
ჩვენ იგივე არ გვემუქრება. ამ ყველაფერს ლტოლვილების სახლში დაბრუნების გარეშე ვერავინ დააკანონებს და ადამიანის უფლებების წინააგმდეგ ვერავინ წავა

რედაქტორის რჩევით