ომში საჭიროა... მეძავებიც
20-05-2013
ომში საჭიროა... მეძავებიც
"მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გამუდმებული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იბრძოდნენ, მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა მათთვის რელაქსაციის შესაძლებლობა მიეცა.
ამის საუკეთესო გზა კი მეძავების გამოყენება იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ქალიშვილების მეძავებად ქცევა მათივე ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა", - იაპონიის მომავალი პრემიერისა და ოსაკას გუბერნატორის, ტორუ ჰაშიმოტოს ამ განცხადებამ ქვეყნის მეზობლების აშკარა გულისწყრომა გამოიწვია.

"კარგი იქნება, თუ იაპონიის მთავრობა აღიარებს ყველა იმ სისაძაგლეს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიდინა. მზად ვართ,
მათ ვაპატიოთ, მაგრამ ასეთი ანაქრონისტული შეხედულება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ იაპონიის ახლანდელი ხელისუფლება მორალურად მაინცდამაინც არ განსხვავდება თავისი 40-იანი წლების წინამორბედისაგან", - ნათქვამია სამხრეთ კორეის ოფიციალურ მიმართვაში.

აღშფოთება ბუნებრივია, რადგან ომის დროს იაპონია საკუთარ ჯარისკაცებს ძირითადად ჩინეთიდან და კორეიდან გატაცებული გოგონებით "ართობდა". 4 წლის მანძილზე 200
000-ზე მეტი მეძავიდან უმეტესობა იძულებით "მუშაობდა". იაპონიის ახალი მთავრობა კი გაემიჯნა ჰაშიმოტოს განცხადებას, მაგრამ იგი არ დაუგმია. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, იოშიდე სიუგამ კი თქვა, - შეიძლება ჰაშიმოტოს განცხადება მეზობლებისთვის მძიმედ მოსასმენი იყოს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სიმართლე არ არისო".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით