მოსკოვში მორიგი ჯაშუში "გაამჟღავნეს"
20-05-2013
მოსკოვში მორიგი ჯაშუში "გაამჟღავნეს"
13 მაისს, გვიან საღამოს, დაგლეჯილ ჯინსში გამოწყობილი რუსეთში აშშ-ის საელჩოს მესამე მდივანი რაიან კრისტოფერ ფოგლი, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან საიდუმლოდ შესახვედრად წავიდა. ამ შეხვედრას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საკადრო თანამშრომლის კარიერაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა - ფოგლს 100 000 დოლარი  და მოქმედების გეგმა უნდა გადაეცა რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის. ახალ აგენტს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წელიწადში მილიონ დოლარს ჰპირდებოდა. ფოგლი შეხვედრაზე მომზადებული მიდიო
და - გარეგნობის შესაცვლელად მომარაგებული ჰქონდა ორი პარიკი, სამი წყვილი სათვალე და გაზიანი პატარა ბალონი. სხვათა შორის, თადარიგიან ამერიკელს რატომღაც კომპასიც კი ედო ჯიბეში, თუმცა ვერაფრის გამოყენება ვერ მოასწრო: დიპლომატი შეხვედრის ადგილზე ასფალტზე წამოაქციეს და ხელბორკილები
დაადეს, აწეწილ-დაწეწილი პარიკი თავიდან გადასძვრა. დაკავებული უიღბლო დიპლომატი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელს გადასცეს და განუცხადეს, - მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტები ურთიერთგაგების კლიმატის გასაუმჯობესებლად ისწრაფვიან, ეს მოქალაქე აშშ-ის მთავრობის სახელით სერიოზულ დანაშაულს სჩადიოდაო.

11 მაისს ნიუ-ორლეანში, დედის დღის აღსანიშნავ აღლუმზე მომხდარ თავდასხმაში 17 კაცი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი, 19 წლის აკეინ სკოტი დააკავა. სკოტი უკვე იხდიდა სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისთვის, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდგენია სხვა ეჭვმიტანილთა ვინაობა.

ამერიკის ხელისუფლებამ "ასოშიეითედ პრესის" სატელეფონო ჩანაწერები დააყადაღა. "ასოშიეითედ პრესის" ხელმძღვანელობა ქვეყნის ხელისუფლებას სააგენტოს ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების მოსმენაში ადანაშაულებს.  გამოძიების ფედერალური ბიურო არ განმარტავს, რა მიზნით სჭირდებოდა განხორციელებული ზარების მონაცემები. თუმცა, სააგენტო ეჭვობს, რომ საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც 2012 წლის 7 მაისს პრესის მეშვეობით ”გაჟონილი” საიდუმლო ინფორმაციის შესახებ მიმდინარეობს. "ასოშიეითედ პრესმა" მაშინ იემენში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც "ალ-ქაიდას" შეთქმულების გახსნას აღწერდა. ტერორისტული დაჯგუფება 2012 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ამერიკული თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა.

199 კაცი დაიღუპა და მხოლოდ ერთი გადარჩა მიანმაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. სამგზავრო ბორანი, რომელსაც მოსალოდნელი ქარიშხლის გამო ევაკუირებული მოსახლეობა გადაჰყავდა, წყალში გადაბრუნდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით