ამერიკამ დეფოლტის საფრთხე აიცილა
21-10-2013
ამერიკამ დეფოლტის საფრთხე აიცილა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს ფედერალური უწყებების დაფინანსების აღდგენისა და საგარეო ვალის ზღვრის გაზრდის შესახებ.

სენატში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81-მა კონგრესმენმა 18-ის წინააღმდეგ, წარმომადგენლობით პალატაში კი კანონპროექტი 285 ხმით 144-ის წინააღმდეგ გავიდა.

ამ კანონპროექტით აშშ-მა თავიდან აიცილა დეფოლტის საფრთხე საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე.  კანონპროექტის თანახმად, ფედერალური უწყებების დაფინანსება 2014 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება და ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამი კვირა იძულებით შვებულებაში იყვნენ, სამსახურში დაბრუნდება.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო Standart&Poor’s-ის მონაცემებით, აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობის სამკვირიანმა შეჩერებამ 17 წლის განმავლობაში პირველად ქვეყნის ეკონომიკას 24 მილიარდი დოლარი აზარალა, რაც მეტად უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკის მდგომარეობაზე მეოთხე კვარტალში.
n
24 ოქტომბერი 2013 01:22
წოველ წელიწადს ამ დღეში არიან,როდემდე ვინ იცის.

რედაქტორის რჩევით