ინდოეთის გენპროკურორი: "თუ გაუპატიურება მაინც არ აგცდება, ჯობს, სიამოვნება მიიღო"
ინდოეთის გენპროკურორი: "თუ გაუპატიურება მაინც არ აგცდება, ჯობს, სიამოვნება მიიღო"
ინდოეთის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს (ჩვენებური პროკურატურის შესატყვისი) დირექტორის, რანჯიტ სინჰას "ფრთიანმა ფრაზამ" მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სინჰამ განაცხადა, რომ "თუ გაუპატიურება არ აგცდება, ჯობია, სიამოვნება მაინც მიიღო" და სცადა, ეს "მოსაზრება" ბუკმეკერული საქმიანობის ლეგალიზების არგუმენტად გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ სინჰამ ბოდიში იქვე მოიხადა, ინდოეთში მისი "იუმორი" სათანადოდ ვერ დააფასეს და მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე რამდენიმე აქცია გაიმართა. გასაკვირიც არაფერია - სქესობრივი ძალადობის საკითხი ინდოეთისთვის უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთ
მთავარ თავისტკივილად რჩება. ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა წლის განმავლობაში გაუპატიურების დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით. ახლახანს, 23 წლის გოგონაზე არაადამიანური ძალადობის გამო დელის სასამართლომ ხუთ მსჯავრდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
giorgi
21 ნოემბერი 2013 16:31
სასაცილოა? სანამ ჩვენს ახლობლებს არ შეემთხვევა მსგავსი რამ, ვერ უნდა შევხედოთ სერიოზულად ამ ამბავს?
ivan
21 ნოემბერი 2013 16:30
ნიკოლოზა.. გენაცვალე რა კარგად უპასუხე ასე კაცო ხელები გაიათბეო, მაგარია



)))/მეორე.. ესეც მაგარია ჯოყოლაოოო ჯობიაოო


გენაცვალეთ
ნიკოლოზა
14 ნოემბერი 2013 23:22
სახლი რომ გეწვოდეს და ვერ შველოდე ხელები მაინც გაითბეოოო

რუბრიკის სხვა სიახლეები