ზბიგნევ ბჟეზინსკი: "უკრაინას, ადრე თუ გვიან, რუსეთიც მიჰყვება"
16-12-2013
ზბიგნევ ბჟეზინსკი: "უკრაინას, ადრე თუ გვიან, რუსეთიც მიჰყვება"
Financial Times-ი აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმ კარტერის ყოფილი მრჩევლის ეროვნულ საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკის წერილს, რომელშიც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

- ის, რაც უკრაინაში ხდება, ისტორიული პროცესია, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაბამი გახდება.
უკრაინა უფრო ადრე გახდება დემოკრატიული ევროპის ნაწილი, ვიდრე თქვენ გგონიათ. ეს კი არა, როცა იქნება, რუსეთსაც მოუწევს მის კვალს მიჰყვეს, თუ არ სურს მსოფლიო იზოლაცია და ინერტულ, უფუნქციო იმპერიალისტურ
რელიქტად ქცევა.

უკრაინული პატრიოტიზმის უეცარი ამოხეთქვა, რომელიც მექრთამე და რუსეთის ფრთის ქვეშ შეფარების მოსურნე მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის გაცურებამ განაპირობა, იმის ნიშანია, რომ უკრაინაში უპირველესი პოლიტიკური პრიორიტეტი დამოუკიდებლობისა და ეროვნულობის იდეების ერთგულება ხდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდებში, რომლებიც სულაც არ ფიქრობენ, რომ ისინი ლინგვისტურად თუ
ისტორიულად, "დედა რუსეთის" უმცროსი შვილები არიან. რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, უკრაინის ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთი უფრო ახლობელია, ვიდრე ევროპა. მაგრამ დამოუკიდებლობის 2 დეკადა, ეროვნული სიამაყის გრძნობა, რაც ყოველ უკრაინელს გაუჩნდა საკუთარი, ნამდვილი ისტორიის წაკითხვის შემდეგ, მაგალითი ქვეყნის დასავლელი მეზობლებისა, რომელთა ეკონომიკური სიტუაციაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ევროპული კავშირების ხარჯზე, უკრაინელებს უყალიბებს აზროვნებისა და შეგნების ახალ მოდელს, რომელიც არ არის რუსოფობი, მაგრამ ორივე ხელით გულში იკრავს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, საკუთარ ისტორიულ იდენტობას, რომელსაც სურს დიდი ევროპის ავთენტური ნაწილი გახდეს.
ასე რომ, უკრაინა ასე თუ ისე აუცილებლად დაუახლოვდება ევროპას. მეტიც, დასავლეთისკენ ძვრები შეინიშნება ბელორუსშიც კი, რომელსაც აშკარად ავტორიტარული ლუკაშენკოს რეჟიმი მართავს. არც მინსკში და არც კიევში არ სძულთ რუსეთი, მაგრამ ორივეგან ხვდებიან, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად გეზი დასავლეთისკენ უნდა აიღონ.

უახლოეს რამდენიმე თვეში ევროკავშირსა და უკრაინას შორის რაიმე სახის გარიგება მაინც მოხდება. პროცესი რომ გაადვილდეს, ევროკავშირმა ყურად უნდა იღოს უკრაინის თხოვნა ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო უკრაინელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროპელები კიევის გაზულუქებული ელიტის ჯიბის გასასქელებლად არ იხდიან გადასახადებს. ქამრის შემოჭერა - აი, მთავარი გამოცდა, რაც უკრაინას ელის ევროკავშირთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევამდე. კიევს ასევე მოუწევს დაამტკიცოს, რომ უკრაინულ არჩევნებში ის არ იმარჯვებს, ვინც მოასწრებს, მეტოქეს ციხეში უკრას თავი. ზოგიერთი ამ ლიდერთაგანი ხანდახან მართლაც ემლიქვნელება პუტინს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მასზე მზე და მთვარე ამოსდით, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ასეა საჭირო. ყველას ურჩევნია დამოუკიდებლობა: უფრო სასიამოვნო და ღირსეულია, იყო პრეზიდენტი, პრემიერი, გენერალი და ელჩი საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე ამავე თანამდებობათა პროვინციული ეკვივალენტი უშველებელ რუსულ იმპერიაში. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთხელ მოპოვებული ეროვნული დამოუკიდებლობა ”ინფექციურია” და მხოლოდ უზომო გარეშე ძალის გამოყენებით შეიძლება მასზე უარი ათქმევინო ვინმეს.

არადა, დღევანდელ რუსეთს ძველი იმპერიის ძალადობრივი მეთოდებით აღდგენის თავი ნამდვილად არ აქვს. ის ძალზე სუსტია, ჩამორჩენილი და, არ დაიჯერებთ, მაგრამ ძალზე ღარიბიც კი ამ ურთულესი მისიისათვის. მისი დემოგრაფიული კრიზისი კი საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ახალწარმოქმნილი ცენტრალური აზიის ქვეყნები სარფიანი გარიგებების დადებას რუსეთის ნაცვლად, ჩინეთთან ამჯობინებენ, რაც რუსეთს მინავლულ ტერიტორიულ კოშმარებს ახსენებს.

უბრალოდ, დროის საკითხია, როდის გააცნობიერებს რუსეთის სოციალური ელიტა, რომ პუტინის რკინის ხელის პოლიტიკას წარმატების შანსები არ აქვს. ადრე თუ გვიან მას მოუწევს დათმოს პრეზიდენტის პოსტი. ამის შემდეგ კი, დიდი ხანი არ გავა და თავად რუსი ხალხიც დაასკვნის, რომ თუ წინსვლა სურთ, მოუწევთ, გახდნენ თანამედროვე, დემოკრატიული და, შეიძლება წამყვანი ევროპული ქვეყანაც კი...
შავი ჯიპი
26 დეკემბერი 2013 23:53
ეს ის ზბიგნევ ბზეჯინსკია რომ განაცხადა"ჩვენ დავამარცხეთ და დავშალეთ საბჭოთა კავშირში, ეხლა დასამარცხებელი დაგვრჩა მართლმადიდებლობაო".

15 წელია ამ ფრაზას ვკითხულობ და არსად, არავის არ დაუკონკრეტებია, სად და როდის თქვა ამ კაცმა ეს (რა თქმა უნდა წყაროს მითითებით).
ამ გაჭირვებულ რუსეთუმეებს, ეს ფრაზა აქვთ მუდამ მომარჯვებული, მაგრამ რომ ჰკითხო როდის თქვა ბზეჟინსკიმ ეგ ფრაზა-თქო, ვერცერთი პასუხს ვერ გცემს.
პ.ს სსრკ-ს მეხოტბეებს: კგბ-ს ბრეჟნევისდროინდელი პროპაგანდა არ დაგეკარგოთ არსად. რანაირი უდღეურებიც იყავით, ისეთივე უდღეურები დარჩით :) იიიიიიიი, გეი-ეროპა. სატანისტი ამერიკელები.....
marina
20 დეკემბერი 2013 15:09

გლახუნას მინდა მივმართო კიდევ და ეს იქნება ბოლო... რადგან ერტყობა იმდენად ძულს საწინააღმდეგო აზრის ხალხი, რომ აზრი არა აქვს კამათს....
მართალია მე არ მომწონდა ზვიადის პოლიტიკა, მაგრამ არასდოს მისი ასეთი ხერხით ცამოგდების მომხრე არ ვყოფილვარ! მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია, დიდი შეცდომები იქნა დაშვებული ეროვნული მოძრაობის მიერ თავიდანვე. მე პოლიტიკოსი არა ვარ და ამ კუთხიდან არ ვუყურებ საქმეს. მე ვარ მოქალაქე, დედა, რომელიც უბრალოდ ზრუნავს თავისი ოჯახის , შვილების გადასარჩენად. შენ-პოლიტიკოსი რომ იღებ ვალდებულებას ხალხის წინაშე, კეთილ ინებე მოსგვარე საქმე ისე, რომ ერი გადაარჩინო და არა პირიქით. თქვენ თუ იცით ისტორია, მეც ვიცი... ნუ გგონიათ რომ თქვენ ხართ ნაკითხი და სხვა ყველა ბნელია. მე მიწოდებთ რუსეთუმეს... თქვენ ვინ ხართ? თქვენ მართლა გგონიათ ამერიკელები და ევროპელები ჩადგებიან თურქეთის საზღვართად და დაგვიცავენ მათგან? თურქეთმა ისე ჩაყლაპა ბიზანტიის იმპერია , ევროპას ხელის კი არ გაუნძრევია!
გაიარეთ "პლეხანოვზე" და დარწმუნდებით.
მეც მინდა ისეთი ძლიერი ქვეყანა იყოს საქართველო, რომ დამოუკიდებლად შეეძლოს თავისი ბედის მართვა, მაგრამ როცა არა გაქვს ამის შესაძლებლობა? მაშინ რა ვქნათ.....
ამიტომ იარლიყების მიკერებას მოეშვით ჯობია...
aka
20 დეკემბერი 2013 12:50
.ბატონო ვახტანგ აქ საუბარია რუსეთზე და მის პოლიტიკაზე კავკასიაში, თურქეთზე საუბარი აქ უადგილოა, ცალკე თემაა. კბილებამდე შეიარაღებული რუსი თბილისიდან 50 კილომეტრში დგას და დიდი ალბათობით მალე დაიძრება თბილისისაკენ და მაშინ ნახვამდის დამოუკიდებლობავ.
.საქართველო უკვე 22 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ბატონი ბზეჟინსკი ამბობს:: ,,ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთხელ მოპოვებული ეროვნული დამოუკიდებლობა ”ინფექციურია” და მხოლოდ უზომო გარეშე ძალის გამოყენებით შეიძლება მასზე უარი ათქმევინო ვინმეს.
მართალია ქართველებს, ფული და ხელგაშლილი ცხოვრება უყვართ, მაგრამ არა მგონია თავის წუთიერ კეთილდღეობაზე გაცვალოს, სამშობლოს კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა, რომელსაც საქართველოს 2000 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეულობით ათასი პატრიოტი სწირავდა თავის ერთადერთ სიცოცხლეს.
საქარტველოს დამოუკიდებლობის პირველი მტერი სისხლისმსმელი, ოკუპანტი რუსეთია და ზოგიერთი რუსეთუმე ქართველი.

რედაქტორის რჩევით