"ევროკავშირი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს პუტინის გეოპოლიტიკურ ექსპანსიას"
03-03-2014
"ევროკავშირი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს პუტინის გეოპოლიტიკურ ექსპანსიას"
ევროკავშირმა საქართველოში რუსეთის ქმედებები მოინელა. კრემლი ისწრაფვის უკრაინის გაყოფისა და ყირიმის ანექსიისკენ, დასავლეთს კი არ შეუძლია რუსეთის შეჩერება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა ისეთივე უხერხემლოა, როგორიც ევროკავშირისა. ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ლიტვურ lrt.lt-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე ევროკავშირი, რომელსაც არც თვალსაჩინო ლიდერი ჰყავს, არც გამოკვეთილი პოლიტიკა აქვს, ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს პუტინის გეოპოლიტიკურ ექსპანსიას.
"დასავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა, ისევე, როგორც ჩემბერლენისა და დალადიესი, რომლებიც მიუნხენში ჰიტლერს "ამშვიდებდნენ", ის
არის, რომ დასავლელ ლიდერებს არ ესმით ავტორიტარული რეჟიმის არსი და დიქტატორებს ელაქუცებიან. მას მერე, რაც ჩემბერლენი და დალადიე მიუნხენიდან წავიდნენ, ჰიტლერმა მათ არარაობა უწოდა. პუტინიც ასე ფიქრობს დასავლელ ლიდერებზე, განსაკუთრებით ობამაზე"," - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი.

ამასთან, რუსი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, სპეცდანიშნულების ეს რაზმები ესროდნენ საქართველოში რუს სამშვიდობოებს, რომ მერე რუსეთს თავდასხმის საბაბი ჰქონოდა.
"ასე მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალებს შეუძლიათ სროლა და არა - "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელ მომიტინგეებს. ასე ესროდნენ ისინი საქართველოში მყოფ რუს სამშვიდობოებს, რომ მერე რუსეთს საქართველოზე თავდასხმის საბაბი ჰქონოდა"," - აცხადებს ანდრეი პიონტკოვსკი.
ამასთან, პოლიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მხოლოდ სიტყვიერი რეაგირება მოახდინა საქართველოში რუსეთის აგრესიაზე. მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები იმან გამოიწვია, რომ ევროკავშირმა საქართველოში რუსეთის ქმედებები მოინელა.

"თუ ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიასაც მოინელებს, ამით კურთხევას მისცემს უკრაინაში პუტინის ქმედებებს, ისევე, როგორც ერთ დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს წინააღმდეგ პუტინის აგრესია აკურთხა. ასეთ შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება. თუ ევროკავშირს ორჯერ შეუძლია უკან დახევა, ის მესამეჯერაც დაიხევს უკან"," - აღნიშნავს ანდრეი პიონტკოვსკი.
marTlaa?
04 მარტი 2014 17:04
ევროკავშირის ,ამერიკის ოლიგარქია,ასევე ბიუროკრატი ჩინოვნიკები ბიზნესებით არიან მიერთებული პუტინთაN!ეს იცის პუტინმა და ამიტომაც ანხორციელებს თავის იმპერიულ ზრახვებს!ადმინ გთხოვთ არ წაშალოთ.ანეგდოტი:რუზველტი,ჩერჩილი და სტალინი ერთად ბჭობენ რა უქნან ჰიტლერს ,თუკი ხელში ჩაუვარდებათ.რუზველტი ამბობს,ჰიტლერი თუ დავიჭირე ხალხს გადავცემ და ისინი მიხედავენო.ჩერჩილი ამბობს სახრჩობელაზე დავკიდებ ჰიტლერს თუკი ხელში ჩავიგდეო.ორივე მიტრიალდება და სტალინს ეკითხებიან შენც გვითხარი რას იზამო.სტალინი ,ცოტა დაფიქრდება და მიუგებს ,რკინის ლომს გავაცხელებ ორივე ბოლოდანო და ჰიტლერს უკან შევთხრიო,ჩერჩილი და რუზველტი გაოცებით ეკითხებიან ,კი მაგრამ ორივე ბოლოდან რატო გააცხელებო.სტალინი მიუბრუნდება და ეტყვის:თქვენისთანა ნაბიჭვრებმა,რომ არ გამოაძრონო!
sos
04 მარტი 2014 14:04
მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს ამერიკას და ევროპას ძლიერი ნაბუჯების გადადგმისკე და არა მარტო "აღშფოთება" შეშფოთებისკენ" თუ არა და გვითხრან გველაფერი ბლეფია რასაც აკეთებენ.
shtirlici
04 მარტი 2014 12:09
ევროკავშირი თავის ტყავს უფრთხილდება და არ ანაღვლებს სხვა ერები,ოღონდ თვითონ იყვნენ მუდმივად კარგად. ეგ იცის პუტინმა და იმიტომ ბლატაობს. არც ერთ შემთხვევაში ევროპა წინ ვერ აღუდგება სისხლიან პუტინს!

რედაქტორის რჩევით