საბრძოლო მოქმედების თეატრი - ყირიმი და აღმოსავლეთი უკრაინა
17-03-2014
საბრძოლო მოქმედების თეატრი - ყირიმი და აღმოსავლეთი უკრაინა
როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში? გადაიქცევა თუ არა პოლიტიკური კრიზისი სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტად და აპირებს თუ არა რუსეთი, ყირიმის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში გადანაცვლებას? - აი, კითხვები, რომელზეც დღეს თავს იტეხს ყველა მედიაგამოცემა თუ ანალიტიკოსი. გთავაზობთ ყირიმის შემოგარენსა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეების სამხედრო ძალების განლაგების ამსახველ სქემებს...

"ნიუ-იორკ თაიმსი": როგორ ხსნის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მასობრივ მობილიზებას:

"ჯერ კიდევ გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საერთოდ უარყოფდა სამხედრო
შენაერთების რაოდენობის ზრდას უკრაინის საზღვარზე, დღეს კი (14 მარტს) თავდაცვის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ საარტილერიო დანადგარები, საშტურმო შვეულმფრენები და სულ მცირე, 10000 ჯარისკაცი.

ამით ნაწილობრივ დადასტურდა უკრაინის ხელისუფალთა განცხადებები, რომ რუსეთი საზღვართან ძალების მასობრივად მობილიზებას ახდენდა.
გავრცელდა სამოყვარულო ფოტოებიც, სადაც ასახულია ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონები, რომლებიც ხარკოვის ახლოს სოფელ ლოპანისკენ მიემართებიან. ასევე დასტურდება, რომ 1500 მედესანტე მოსკოვის ახლოს მდებარე ივანოვოს ბაზიდან როსტოვის სამხედრო ბაზაზე დაეშვა, არც ისე შორს, დონეცკიდან და ლუგანსკიდან".

ანგელა მერკელი, ბუნდესკანცლერი: "რუსეთის მთავრობა უნდა შეეშვას ხიხ და ხხ საუკუნეების პოლიტიკის გატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაერთიანებული ევროპისაგან დიპლომატიური და ეკონომიკური საპასუხო დარტყმის წინაშე აღმოჩნდება. თუ რუსეთი ამ კურსს განაგრძობს, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფა თავად რუსეთისათვისაც".

ჯონ კერი, აშშ სახელმწიფო მდივანი: "რუსეთი ჯერ არ არის მზად უკრაინის მთლიანად დასაპყრობად, მაგრამ ვითარება შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".
ლუხო
18 მარტი 2014 09:34
ბოლოს და ბოლოს რუსეთს თავისი გაუმაძღრობა დაღუპავს.
kaxa
18 მარტი 2014 00:53
მიშას დასცინოდნენ, ამათა უფეშქაშეს მთელი ყრიმი პუტინს. დროაა გონს მოვიდნენ უკრაინელები, მერე გვიან იქნება და გული დაწყდებათ. ომი თუ დაიწო, ამერიკა იძულებული იქნება სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს და უახლესი თაობის იარაღი მიაწოდს უკრაინას. როგორც ეს ავღანელებს გაუკეთა, იქედან რუსეთი როგორი დანაკარგით გამოვიდა ყველამ ვანახედ. ლამის გაანადგურდა მაშინდელი CCCP ეკონომიკა იარაღის მიწოდება ლოგისტიკურად ბევრად იოლია ავღანეთან შედარებით უკრაინისთვის

რედაქტორის რჩევით