შემზარავი ფოტოქრონიკა - რა ხდება უკრაინაში
05-05-2014
შემზარავი ფოტოქრონიკა - რა ხდება უკრაინაში
ოდესაში, პრორუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ამასთან, 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ინციდენტის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელებული ვერსიები მკვეთრად განსხვავდება. რუსული მედიის (”იტარ-ტასი”) ცნობით, პრორუს აქტივისტებს უკრაინის ”მემარჯვენე სექტორის” სპეციალურად გაწვრთნილი ბოევიკები დაესხნენ თავს. აქტივისტებმა თავი პროფკავშირების სახლს შეაფარეს, ”მემარჯვენე სექტორის” ბოევიკებმა კი შენობას ცეცხლი
წაუკიდეს, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა. რუსულ მედიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადარჩენილებს ”მემარჯვენეები” ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

რუსულ წყაროსთან მკვეთრ კონტრასტში მოდის უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც საფეხბურთო კლუბების, ”ჩერნომორეცისა” და ”მეტალისტ ხარკოვის” ულტრასები (ფანატიკოსი ფანები) აქციას მართავდნენ, მათ კი სეპარატისტები დაუპირისპირდნენ. პროვოკაცია
პრორუსული მხრიდან მოდიოდა, რომელთა ბანაკიც ულტრასებმა გაანადგურეს. პრორუსების ერთ-ერთ თავშესაფარს, პროფკავშირების სახლს ხანძარი გაუჩნდა და ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილი სეპარატისტები პროუკრაინელ აქტივისტებს გამოჰყავდათ.










მინდია
13 მაისი 2014 14:21
ავღელდი? განა მეტყობა?

მე რას ვაკეთებ შენ არ ინაღვლო. თუ მინდა, ცანცარასთვის პასუხის გასაცემი დრო ყოველთვის მექნება.

არჩევანზე თუ მიდგა საქმე მირჩევნია ნაცისტი ვიყო ვინემ ტუტუცი.

მოკითხვა შენს ჰეროიკულ ოჯახს.

hahahhaa
13 მაისი 2014 07:46
მინდია ოხ აღელდი??:D:Dმე რას ვიზამ შენი საქმე ნამდვილად არაა!აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, Mითუმეტეს "დემოკრატიულ" ქვეყნებში:DD ასე რომ სეეგუე იუმ აზრს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენსავით ძალით ბრმები და ნაცისტები არ არიან და ალტერმატიულ მედიასაც გადახედავენ-ხოლმე! ისე ჩვენში რომ დარჩეს 24 საათი ამ საიტზე ხარ გადებული და ავგანისტანში როგორ მსახურობ?ßჩემს ძმას ძლივს ვუკავშირდებოდით-ხოლმე, ინტერნეტი ხანდახან საერთოდ არ ქონდატ:D:Dსუფთა პინოქიო ხარ რაა:D:D
მინდია
12 მაისი 2014 13:44
"სურათიც დევს და ვიდეოც, ტან ისეთი ხალხისაგან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და თვითონ ირებენ მასალას!"

რა თქმა უნდ, რა თქმა უნდა. უშუალოდ პირველი პირებისგან,ექსკლუზიურად და საგანგებოდ. შენ რა ჩვენ დაგვცინი თუ საკუთარ თავს? ჩვენც ვნახეთ ეგ ყველაფერი.

კონექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტებით სიმართლის დადგენას დიდი ხანია აღარ ცდილობენ, ასე რომ, დააყენე ეგ ერთი გაქსუებული ადგილი, მანდ, კეთილმოწყობილ გერმანიში, მცველო სამართლიანობისა და სიმართლისა.

და ჭკუას ნუ გვასწავლი.

რედაქტორის რჩევით