მკვლელობა პირდაპირ ეთერში და "მოლოტოვის კოქტეილები"... სტუდიაში!
31-08-2015
მკვლელობა პირდაპირ ეთერში და "მოლოტოვის კოქტეილები"... სტუდიაში!
ვესტერ ლი ფლენა­განი: "ჩემს ტყვიებს­ დაღუპული­ ადამიანების ინიციალები­ აქვს"

"მკვლელობა გადავიღე, ნახეთ!" ამ სათაურით სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მკვლელმა ჩადენილი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ტელეფონით გადაიღო...


ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში­ 26 აგვისტოს, დილით, ადგილობრივი დროით 6 საათსა და 45 წუთზე, ტელ­­ეარხ WDBJ-TV-ის ("ეი-ბი-სის" ქსელში­ შედის) ყოფილმა­ თანამშრომელმა, ვესტერ­ ლი ფლენაგანმა­ ყოფილი კოლეგები " 24 წლის კორესპო­ნ­­დენტი ალისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი­ ადამ უორდი რეპორტაჟის­ დროს პირდაპირ­ ეთერში,­ რამდენიმე­ გასრ­ო­ლით მოკლა.
ტელეკომპანიის ინფორმა­ციით, ქალი, რომლისგანაც­ თავდასხმის­ დროს ინტერვიუს იღებდნენ, ზურგში დაი­ჭრა, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კორ­ე­სპონდენტი ინტერვიუს ის-ის იყო, იწყებდა, რომ... გაისმა­ 8 გასროლა... ტელევიზიის ყოფილმა­ თანამშრომელმა ყოფილი კოლეგები - ალისონ პარკერი და ადამ უორდი რეპორტაჟის­ დროს პირდაპირ­ ეთერში რამდენიმე­ გასრ­ო­ლით
მოკლა, რესპონდენტი კი ზურგში დაი­ჭრა...
სასტიკი თავდასხმა ახალგახსნილი სა­ვ­ა­ჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა. კორ­ე­სპონდენტი დილის გადაცემისთვის ქალაქის­ სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ ვიკი გარდნერთან ტურიზმის თემაზე ინტერვიუს ის-ის იყო, იწყებდა, რომ... გაისმა­ 8 გასროლა,­ რის შემდეგაც კამერა ჯერ აირია­ და რამდენიმე წამში ძირს დაენარცხა. თუმცა არ გამორთულა და მუშაობა განაგრძო " ფირზე აღბეჭდა თავდამსხმელი მამაკაცი შავ შარვალსა და მუქლურჯ პერანგში, ხელში­ პისტოლეტით. მკვლელში 2 წლის წინ სამსახურიდან დათხოვნილი აფროამერიკელი ვესტერ ლი ფლენაგანი ამოიცნეს.

პოლიციელები მაშინვე დაადგნენ მკვლელის კვალს. მან ორი ავტომობილის გამო­ცვლა მოასწრო და დევნა რამდენიმე საათს­ გაგრძელდა, საბოლოოდ, ეჭვმიტანილი მიხვდა, რომ პოლიციას ვეღარ დაუსხლტებოდა, გზიდან გადავიდა და თავის მოკვლა სცადა " ტყვია დაიხალა. ფლენაგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ვესტერ ლი ფლენა­განი ბრაის უილიამსის სახელითაც იყო ცნობილი. თითქმის 4-საათიანი დევნის დროს მან მოახერხა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" სწორედ ბრაის უილიამსის ექაუნთზე გამოაქვეყნა ჩადენილი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეფონით გადაიღო. გარდა ამისა, რამდენიმე­ ჩანაწერის გაკეთებაც მოასწრო, თუმცა ამჟამად მისი ექაუნთი ბლოკირებულია. ბოლო პოსტებში ფლენაგანი წერს, რომ კორესპონდენტი ალისონ პარკერი ხშირად იყენებდა რასისტ­ულ გამოთქმებს, უკანასკნელ ჩანაწერში კი ამბობს: "მკვლელობა გადავიღე, ნახეთ!"

ტელევიზიის ხელმძღვანელმა კრისტ ჰერსტმა "ტვიტერში" დაწერა, რომ მას და ალისონს რომანი ჰქონდათ და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ.
"9 თვე ვიყავით ერთად, ეს იყო საუკეთესო ცხრა თვე ჩემს ცხოვრებაში. დაქორწინებას ვაპირ­ებდით, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი", " წერს ჰერსტი და ალისონთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ოპე­რ­­ატორი ადამ უორდიც ქორწილისთვის ემზადებოდა " გაზაფხულზე, ვაშინგტ­ონის ჟურნალისტიკის მუზეუმში, ადამმა მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა...
ფლენაგანის განმარტებით, ის რასობრივი და სექსუალური დისკრ­ი­მინა­ციის მსხვერპლი იყო - ავიწროებდნენ­ შავკანიანი მამაკაცებიც და თეთრკანიანი ქალებიც, დასცინოდნენ და დევნიდნენ კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო...

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ფლე­ნაგანმა­ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ტელეარხ "ეი-ბი-სის" 23-გვერდიანი ფაქსი გაუგზავნა. წერს, რომ ბოლო წვეთი, რამაც იარაღის ხელში აღება აიძულა, გახდა აფროამერიკელი მრევლის ეკლესიაში ჩაცხრილვა, რომელიც ჩარლსტონში ამა წლის 17 ივნისს მოხდა... ფლენაგანის განმარტებით, ის რასობრივი და სექსუალური დისკრ­ი­მინა­ციის მსხვერპლი იყო " ავიწროებდნენ­ შავკანიანი მამაკაცებიც და თეთრკანიანი ქალებიც, დასცინოდნენ და დევნიდნენ კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო.

"რატომ გავაკეთე ეს? რამაც საბოლოოდ მიბიძგა ამისკენ, ეკლესიაში მომხდარი მკვლელობა იყო. ჩემს ტყვიებს­ იქ დაღუპული­ ადამიანების ინიციალები­ აქვს. როდესაც ერთად ვმუშაობდით, ალისონი­ და ადამი ჩემი მისამართით რასისტულ კომენტარებს აკეთ­ებდნენ. ჯერ ალისონმა დაიწყო, შემდეგ ადამიც აჰყვა ამ გარ­თობას...­ როცა გადაცემას ვუჩივლე, მერე დამშვიდდნენ. მახსოვს ერთი დღე " სასა­მართლო შენობიდან გამოვდიოდი, დაბნე­ული­ ვიყავი, მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი, უნდა მებრძოლა! მათ ჩემი ცხოვრება­ თავდაყირა დააყენეს და კოშმარად აქციეს. ახალი ამბების დირექტორი ტირანი იყო, თანამშრომლებს უთხრა, თუ რამეს შეცდომით გავაკეთებდი, ფირზე აღებეჭდათ... შემდეგ პენსილვანიიდან სამსახურის შემოთავაზება მივიღე, მაგრამ უფროსობამ ისე მოაწყო, რომ უარი ათქმევინეს ჩემს აყვანაზე. მე რატომ უნდა მჭირდებოდეს სამსახურში­ მოძალადე ხალხთან გამკლავება, ამაზე კანონმდებლებმა უნდა იზრუნონ", " წერს ფლენაგანი თავის წერილში.

"მოლოტოვის კოქტეილები"...სტუდიაში!

მკვლელობები ათასი ჯურის ყაჩაღსა თუ ტერორისტს ბევრჯერ გადაუღია და სხვადასხვა ქსელშიც გამოუქვეყნებია, თუმცა ეს პირდაპირ ეთერში მკვლელობის პირველი ჩანაწერი იყო. მანამდე პირდაპირ ეთერში მხოლოდ მკვლელობის მცდელობა მოხვდა, თანაც ორჯერ.

2013 წლის იანვარში ბულგარეთში პოლიციამ პირდაპირ ეთერში მკვლელობის მცდელობისთვის დააკავა 25 წლის ბოროტმოქმედი, რომელიც ადრე ძარცვის, ხულიგნობისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო იყო ნასამართლევი. მან პარტია "მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის" (ეს პარტია ბულგარელი მუსლიმანების, უფრო ზუსტად, თურქების, ანუ მოსახლეობის 12%-ის, ინტერესებს გამოხატავს) ყრილობაზე, რომელსაც ტელევიზიით გადასცემდნენ, ტრიბუნაზე მდგომი პარტიის ლიდერის მოკვლა ახლო მანძილიდან გაზის პისტოლეტით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა...

2012 წლის ოქტომბერში ბოლივიის ქალაქ იაკუიბაში პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ფერნანდო ვიდალს სტუდიაში შევარდნილმა ოთხმა მამაკაცმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გაქცევისას კი სტუდიაში "მოლოტოვის კოქტეილებიც" დაყარეს. ჟურნალისტმა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო, მაგრამ გადარჩა. თავდასხმისას ვიდალი საუბრობდა ადგილობრივ კონტრაბანდისტებზე, რომლებიც ბოლივია-არგენტინის საზღვარზე მოქმედებენ. სხვათა შორის, ვიდალი მანამდე 10 წლის მანძილზე იაკუიბას მერი იყო.
giorgi
04 სექტემბერი 2015 10:24
ყოველი ასეთი შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს კაცობრიობისთვის. ასეთი სტილის მკვლელობებს, როგორც წესი, ჩადიან მასობრივი აბუჩად აგდების მსხვეპრლნი, - სკოლის, კოლეჯის, უნივერსიტეტის მოსწავლეები, რომლებიც, თავიანთი სისუსტიდან ან ფიზიკურ-მენტალური ნაკლიდან გამომდინარე, აბუჩად აგდებას, ფიზიკურ-მორალურ შეურაცხყოფას განიცდიან. ეს უგროვდებათ და მერე სასტიკ დანაშაულს ჩადიან. მიაქციეთ ყურადღება შვილებს - არც თავად გახდნენ შეურაცხყოფის მსხვერპლი და არც - ჩამდენი.
ლუხო
31 აგვისტო 2015 11:47
დაიმახსოვროს ყველამ; საზოგადოებიდან (უფრო სწორად ცხოვრებიდან) გაძევებული ადამიანები, ან რელიგიურები ხდებიან ან მკვლელები.
ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია დაიოკოს სექსუალური მოთხოვნები, ან ექიმის, ან სამართალდამცველების დახმარება სჭირდება.

რედაქტორის რჩევით