"გულგახეთქილი საკუთარ შვილს თუ ჩაიკრავ გულში და ჩუმად ეტყვი - მიყვარხარ, რომ მათაც გაიგონ" - 3 წლის სირიელი ბიჭი წყალმა გამორიყა - კვირის პალიტრა

"გულგახეთქილი საკუთარ შვილს თუ ჩაიკრავ გულში და ჩუმად ეტყვი - მიყვარხარ, რომ მათაც გაიგონ" - 3 წლის სირიელი ბიჭი წყალმა გამორიყა

თურქეთის სანაპიროზე გამორიყული დამხრჩვალი პატარა აილანის ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. პოეტი რატი ამაღლობელი "ფესიბუქში" წერს:"

"რა უნდა დაწერო, როცა ზღვა დამხრჩვალ ბავშვებს გამორიყავს ნაპირზე. ამ დროს გულგახეთქილი საკუთარ შვილს თუ ჩაიკრავ გულში და ისე ჩუმად, ისე შიგნიდან ეტყვი - მიყვარხარ, რომ მათაც გაიგონ."

თურქეთის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი ბავშვის ფოტომ მსოფლიო მოიარა. პატარა აილან კურდი სირიიდან ომს 35 წლის დედასთან და 5 წლის ძმასთან ერთად გამოექცა. ისინი ევროპაში ჩასვლას, შემდეგ კი კანადაში წასვლას გეგმავდნენ, მამასთან რომელმაც სირია წლის დასაწყისში დატოვა. სამწუხაროდ ნავი რომლითაც კურდების ოჯახი ევროპაში შესვლას ცდილობდა ჩაიძირა. კურდების ოჯახის სამივე წევრი კი დაიღუპა.