ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა! - კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!

ევროკავშირი ვეღარ უმკლავდება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზონიდან და აფრიკის უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში მყოფი ქვეყნების ლტოლვილთა და არალეგალ მიგრანტთა ნაკადს. ლტოლვილთა რიცხვმა 107 ათას კაცს გადააჭარბა. ცნობილი სააგენტოები თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის ერთ-ერთ სანაპიროზე გამორიყული 3 წლის ბიჭუნას ცხედრის სულისშემძვრელ ფოტოებს ავრცელებენ. ეს კადრები მიგრანტთა კრიზისის სიმბოლოდ იქცა.

პატარას ენითაუწერელმა ტრაგედიამ მიგანტთა მიმართ ცივილიზებული მსოფლიოს გილგრილობა შეშფოთებითა და თანაგრძნობით შეცვალა, მომხდარიდან მალევე ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს მსჯელობა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, ავსტრიასა და გერმანიაში რკინიგზის საშუალებით ჩავიდა ათასობით დევნილი, რომელთაც მანამდე ამ ქვეყნებში თავისუფლად ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პატარა აილანმა საკუთარი სიკვდილით, სავარაუდოდ, არაერთი მიგრანტის სიცოცხლე იხსნა და მომავალშიც იხსნის.

მომხდარს წამყვანმა უცხოურმა გამოცემებმა თუ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უამრავი მხატვრული ნამუშევარი მიუძღვნეს:

ტრადიციულ არაბულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცები დაჰყურებენ აილანის ცხედარს. ნახატს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მასზე ნაჩვენებია, თუ რამდენმა ისლამურმა სახელმწიფომ მიიღო სირიელი ლტოლვილები. წარწერა იუწყება: მიგრანტები მიიღო: საუდის არაბეთი - 0; ქუვეითი - 0; ყატარი - 0; ბაჰრეინი - 0; ემირატები.

აილან კურდი ქურთულ-სირიულ ქალაქ კობანედან იმ 12 სირიელ ლტოლვილთაგანია, რომლებიც საბერძნეთში მიმავალ ნავში ისხდნენ. ბიჭუნას 5 წლის ძმის, გალიპის ცხედარი სანაპიროს მეორე ნაწილში იპოვეს.

მაშინ, როდესაც უამრავ ბავშვს ლოგინში ტკბილად სძინავს, აილანსა და მის მიგრანტ თანატოლებს შუა ზღვაში სიკვდილთან შერკინება უწევთ

იხილეთ ფოტოგალერეა