"ეს სასაკლაო იყო" - ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთზე, პირველადი მონაცემებით, მოკლულია 140 - მდე ადამიანი
"ეს სასაკლაო იყო" - ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთზე, პირველადი მონაცემებით, მოკლულია 140 - მდე ადამიანი
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული ტერორისტული შეტევის შედგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 140 - მდე ადამიანი, 80-მდე კი უმძიმეს მდგომარეობაშია.  ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თავდასხმა რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად მოხდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის შუაგულში მდებარე ბატაკლანის თეატრში ტერორისტთა შეჭრას მოჰყვა, როდესაც მათ მძევლად აიყვანეს თეატრში მყოფი ადამიანები. 100-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის 4 ტერორისტი, რომელიც პოლიციამ ორმხრივი სროლისას მოკლა.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

საფრანგეთის რადიოს ჟურნალისტი ჟულიენ პირსი, რომელიც თავდასხმის
დროს თეატრში იმყოფებოდა ასე აღწერს იმ "10 უსაშინლეს წუთს", როდესაც შავტანსაცმლიანმა ადამიანებმა ავტომატებით მშვიდად დაიწყეს კონცერტზე შემთხვევით მისული ადამიანების დახვრეტა. "ეს სასაკლაო იყო, - განუცხადა სი-ენ -ენ-ს ჟულიენ პირსმა - ადამიანები ძირს იწვნენ და განწირულად ყვიროდნენ და მოთქვამდნენ... ეს საშინელება დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ტერორისტები 
ძალიან მშვიდად და მობილიზებულად იქცეოდნენ. გავიგონე მათ სამ-ოთხჯერ როგორ გადატენეს იარაღი ისე, რომ არაფერი უთქვამთ".


ასევე თავდასხმა მოხდა პარიზის ცენტრში მდებარე რამდენიმე რესტორანზე. სროლისა და აფეთქებების ხმა პარიზში 6 სხვადასხვა ადგილას ისმოდა. პირველადი ინფორმაციით, სულ ცოტა შვიდმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.

(იხილეთ ასევე: არ მინდა მსხვერპლი გავხდე - საზარელი ტერაქტების სერია საფრანგეთში)

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას სტად დე ფრანსის სტადიონის მახლობლად, სადაც თვითმკვლელმა თავი იმ დროს იაფეთქა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა.
თამშს 80 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, საბედნიეროდ, ტერორისტებმა ვერ მოახერხეს სტადიონზე შეღწევა. ამას აუცილებლად მასშტაბური მსხვრეპლი მოჰყვებოდა, რაც, სავარაუდოდ, ჩაფიქრებულიც ჰქონდათ. ფრანგმა გულემატკივარმა სტადიონი საკუთარი ქვეყნის ჰიმნის სიმღერით დატოვა. (იხილეთ ვიდეო)

ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.

ამასთანავე, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. პარიზში ასევე დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები.





ვიღაცებისთვის ეს ყველაფერი სანახაობაა, გასართობი სპექტაკლია, სამწუხაროდ....
14 ნოემბერი 2015 13:57
ვაჟკაცები ასე არ იქცევიან!
ვაჟკაცები არაფერს ერჩიან მშვიდობიან მოსახლეობას, უიარაღო ხალხს!
რა ვაჟკაცობაა თავად იარაღში იჯდე და უიარაღო ადამიანებს ხოცავდე?

მთავარი კითხვა კი ესაა: ვინ ამარაგებს იარაღით ტერორისტებს?!
თავად აწარმოებენ იარაღს? ეს ხომ ზღაპარია?
სადღაც სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს......
საცოდავები, საცოდავები....

ვიღაცებისთვის ეს ყველაფერი სანახაობაა, გასართობი სპექტაკლია, სამწუხაროდ....

რატომ არის, რომ სიკეთე ხშირად ასეთი უმადურობით ბრუნდება უკან?
იცით ვინმემ ამის პასუხი?


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?