”ქალაქი, სადაც სიყვარულისთვის ჩამოდიოდნენ, ჯოჯოხეთად იქცა”
16-11-2015
”ქალაქი, სადაც სიყვარულისთვის ჩამოდიოდნენ, ჯოჯოხეთად იქცა”
”ფრანსუა ოლანდმა­ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა ბრძანა, რათა ტერორისტებმა გაქცევა ვერ შეძლონ”

”თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა ”ისლამური სახელმწიფო” ახს­ენა და განაცხადა, რომ მომხდარი ოლანდის დანაშაულია, რადგან სირიის საქმეში ჩარევა გადაწყვიტა”

”კვირის პალიტრას” პარიზიდან სალომე საძაგლიშვილი ესაუბრა: - იმიგ­რაციისა და ინტეგრაციის სამს­ახურში ვმუშაობ, რომელიც საფ­რანგეთის­ შს სამინისტროს ექვემდებარება. იმ დღეს იმიგრანტებს ლექციებს ვუკითხავდი. როცა გავიგე, რაც მოხდა, ელდა მეცა და ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი,­ საბედნიეროდ, გადარჩენილან, თუმცა
შოკში იყვნენ. თურმე რესპუბლიკის მოედანზე კაფეში იყვნენ, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ტერაქტი მოხდა.­ დახოცილები, ისტერიკა, შიში და დაუცველობის შეგრძნება­ - ეს ის სიტყ­ვებია, რომლითაც თავიანთ უმწეობას გამოხატავენ. ახლა აქ თითქმის ყველაფერი დაკეტილია, ჩემი სამსახური მუშაობს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურას ექვემ­დებარება. ამ წუთებშიც ლექციას­ ბევრი მუსლიმანი ესწრება.
ერთი ჩადრიანი ქალბატონი ისე ტირის, ვერ ვაწყნარებთ. ამბობს, რაც მოხდა, ეს საშინელება და სირცხვილია! ვინც კარგად ჩახედულია რელიგიურ საკითხებში, იცის, რომ ისლამი ხალხის დახოცვისკენ­ არავის მოუწოდებს. საბედნიეროდ, საფრანგეთში დღეს ბევრი ამბობს ფრაზას, რომ ტერ­ორიზმს არ გააჩნია რელიგია, ეროვნება და მოქალაქეობა. ამის მუსლიმანურ სარწმუნოებასთან დაკავშირება დიდი შეცდომა იქნება. თუმცა ტერორისტები სასტიკად უნდა დაისაჯონ. ისიც ფაქტია, რომ საფრანგეთს იმიგრანტებთან საკმაოდ ტოლერანტული მიდგომა ჰქონდა, რაც, ალბათ, გადაიხედება. ქალაქი, სადაც სიყვარულისთვის ჩამოდიოდნენ, ახლა ჯოჯოხეთად იქცა. ვიცი, რომ ორ ქართველს ეძებენ. ვიდრე­ ინფორმაცია არ დაზუსტდება, გვარ-სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. არ მინდა ისტერიკული ფონი შევქმნა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით