საზღვრების გადახედვის საფრთხე? - რა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი
30-11-2015
საზღვრების გადახედვის საფრთხე? - რა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი
"რეგიონში შესაძლოა, სახიფათო ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს"

სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსულ პრესაში მიანიშნებენ, რომ რუსეთს თურქეთის განადგურება დიპლომატიური მეთოდით, 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსირებით შეუძლია. რუსული მედია საზოგადოებას შეახსენებს, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთის ტერიტორიები 30%-ით გაიზარდა. თუ ეს ინფორმაცია რუსული პოლიტიკური თეატრის კულისებიდან შემოგდებული მოსალოდნელი მოვლენების წინასწარი ქრონიკაა, საქართველოს ახალი თავსატეხისთვის მზადყოფნა მართებს.

სიმონ კილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლ­ევარი:
- მართალია, 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების ბევრი მუხლი
მოძველდა და თანამედროვე რეალობას აღარ შეესაბამება, მაგრამ მასში არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ეს დოკუმენტი გაფორმდა: თურქეთის ტერიტორიული­ მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის­ აღიარება რუსეთის მიერ. ეს ხელშეკრულება უფრო მეტად აინტერესებს თურქეთს, ვიდრე რუსეთს. ყურადღება მივაქციოთ: ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების
საკითხში, დანარჩენმა მუხლებმა დრო მოჭამა. ამჟამად რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მთავარ სამართლებრივ ბაზას 1992 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულება წარმოადგენს, ანუ რუსეთისთვის 1921 წლის ხელშეკრულებას მხოლოდ ისტორ­იული მნიშვნელობა აქვს, თურქეთისათვის კი - სახელმწიფოებრივი.

ამ ხელშეკრულებასთან ორგანულად არის დაკავშირებული 1921 წლის 13 ოქტ­ომბე­რს ყარსში თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტიც, სადაც ბევრი მუხლი ასევე მოძველებულია, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკურ-სამართლებრივ ძალას, თანაც უვადოდ. აქაც საკითხი საზღვრებს ეხება (მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები), მაგრამ მას არა ისტორიული, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს: არეგულირებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებს თურქეთთან, განსაზღვრავს ორი ავტონომიის - აჭარისა და ნახჭევნის სტატუსს.

მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების დენონსირება ეჭვქვეშ დააყენებს ყარსის ხელშეკრულების მნიშვნელობასაც. საქმე ის არის, რომ მოსკოვის ხელშეკრულებაში ჩადებულია მუხლი, - თუ რუსეთი­ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს, ყარსის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას კარგავს. ამას მოჰყვება დიდი სირთულეები­ სამხრეთ კავკასიაში... ამასთან, შესაძ­ლოა, რომელიმე სახელმწიფომ საზღვრის შეცვლა მოისურვოს. მაგალითად,­ თურქეთმა, რომელმაც 1921 წელს რუსეთთან გარიგების­ შედეგად ბათუმის ოლქი საქართველოს დაუ­თ­მო,­­ თუმცა ეროვნული პაქტის მიხე­დვით, მაინც­ საკუთარ ტერიტორიად მიიჩ­ნევს.­ შესაძლოა, საზღვრების გადახედვა მოინ­დო­მოს სომხეთმაც, რომელიც დღემდე ­­უსამა­რთლოდ­­ თვლის თავის ­საზღვარს თურქეთ­თან და ყარსის ოლქი სომხეთის ისტორიულ მიწაწყლად მიაჩნია (იგივე­ შეიძლება ითქვას საქართველოზე, ვგულისხმობ ართვინ-არტაანს). ასევე ეჭვქვეშ დგება­ ნახჭევნის ავტონომიის კუთვნილება, მას სომხეთი არა აზერბაიჯანის, არამედ თავისად მიიჩნევს. და თუ ყარსის ხელშეკრულების პირობების­ დაცვა საეჭვო გახდება, მაშინ ჩრდილი მიადგება­ 1992 წლის 30 ივლისის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას, სადაც­ ჩაწერილია, რომ საზღვარი ორ ქვეყანას შორის ყარსის ხელშეკრულებით საბოლოოდ დადგინდა. რეგიონში შესაძლოა, სახიფათო ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს.
თუ რუსეთი ზემოხსენებული დოკუმენტების დენონსაციას მოახდენს, ორაზროვ­ანი სიტუაცია იქმნება: თურქეთს შესაძლებლობა უჩნდება, მოითხოვოს ბათუმის დაბრუნება, იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებასაც შეუძლია მოითხოვოს ართვინ­-არტაანის დაბრუნება, რომე­ლიც საბჭოთა რუსეთმა სოცი­ალ-დე­მოკრატიული კანონიერი მთავრობის დაუკითხავად გადასცა თურქეთს.

ასეთ აჯაფსანდალში მრავალი ინციდენტის შესაძლებლობა ჩნდება. ქართული დიპლომატია მძიმე გამოცდის წინაშე დადგება. რუსეთთან პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, თუმცა, კულუარულ-კონფიდენციალური გზებით უნდა გავარკვიოთ, მართლაც აქვს თუ არა განზრახული მსგავსი ნაბიჯის გადადგმა რუსეთს. იგივე უნდა გავაკეთოთ თურქეთთან... გვჭირდება გარანტიები დასავლეთიდანაც.

რაც შეეხება თურქეთისადმი საქართველოს ნდობის ფაქტორს: თურქეთი ნატოს­ წევრია და ეს სტატუსი, გარკვეულწილად, საქართველოს ტერიტორიული ანექსიის საფრთხეს ამცირებს, თუმცა ერდოღანის ამბიციებს ზოგჯერ ბრიუსელი და ვაშინგტონიც ვერ თოკავენ; ბოლო მოვლენებიც ამას მოწმობს - ანკარა არცთუ იშვიათად უპირატესობას საკუთარ ინტერესებს ანიჭებს. თურქეთში რადიკალური ისლამი­ ძლიერდება, შესაბამისად, მის მოსაზღვრე საქართველოს რეგიონ აჭარაშიც. თურქული კაპიტალი ყველაზე ფართოდ აჭარაშია და კიდევ უფრო მატულობს. ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს.
GLAXUNA-s
04 დეკემბერი 2015 14:52
2008 ში, ერდოგანს ჯარი ბათუმთან ყავდა მზად, რუსეთს საქართველო რომ აეღო, ბათუმი თურქებს მიჰქონდათ:))) ამიტომ ნაცების და ამერიკელების მონობას შეეშვი, ყველგან შენი კომენტარი რომ არის, ხელფასს გიხდიან თუ რა უბედურებააა
giorgi
02 დეკემბერი 2015 16:15
მე ვეთანხმები იმათ ვინც ფიქრობს რუსეთის მხარდაჭერას. ეს ჩვენი შანსია. თუ გვსურს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება ორივე საზღვართან, მოსულია დრო. მეც მჯერავს, თუ რუსეთმა მოინდომა თურქეთს გაგლეჯენ მიუხედავად იმისა რომ, თურქეთი ნატოს ქვეყანაა.(რუსეთს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია თუ რომელ ალიანსშია თურქეთი). ტერიტორიული სამართლიანობის აღსადგენად რუსეთის მხარე უნდა დავიჭიროთ. თუ დაუფიქრდებით მიხვდებით რატომ, ჩვენ სხვა გზა არაგვაქვს, ერთად-ერთი გზა ესაა. უნდა მივემხროდ იმას ვისიც მთელ მსოფლიოს ეშინია, მითუმეტეს რომ ისინი ჩვენი მეზობლები არიან. ყველა მართლმადიდებელ ქვეყანას გაუმარჯოს.
ფირალი
01 დეკემბერი 2015 10:58
რას ვახურებთ ერთი.... გიორგი მერვეს მერე საქართველოს საქართველო აღარ რქმევია.... ვინ გაყარა თბიოლსიდან ფოთიდან აჭარიდან სოხუმიდან გურიიდან თურქი და სპარსი??? ვინ აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა ანტი კონტრაბანდული ფლოტის ჩაყენებით... ვინ გააუქმა ახალციხის საფაშო რომელიც 16 საუკუნიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა....რუსი!!! რუსმა გადაღება ტაძრებიო.... მიდით ერთი და გელათში იყალთოში სვეტიცხოველში რამდენი ქარტული სახელგვარები და ამას იგი უყვარს არის მიჩხაპნილი.... მაგიც რუსმა წერა.... ერთი რამ მახსენდება.... ქალმა იკითხა რატო გამაუპატიურეს მოკლე კაბა რომ მეცვა და ტრაკი მიჩანდა იმიტომ ხომ არაო....

რედაქტორის რჩევით