რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს
07-12-2015
რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს
თურქ­ეთსა და სირიას ტერიტორიული პრობ­ლემები აქვთ... სირიაში დღესაც გამოდის რუკები, სადაც ხათაი კვლავაც სირიის ნაწილად არის მიჩნეული. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთმა სირიის ტერიტორიად აღიაროს...

"საქართველოს მუსლიმების უმრავლესობა ღირსეული მოქალაქეა"


რატომ ეწინააღმდეგება­ რა­დიკალური­ ისლამის იდ­ეოლოგია სხვა რელ­იგიურ იდენტობებს? ვინ როგორ მუშაობს საქარ­თველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად? ამის თაობაზე­ "კვირის პალიტრას" აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი­ გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

- "ისლამური სახელმწიფო" იდეოლოგიური თვალსაზრისით ახალი მოვლენა­ არ არის. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ისლამური
სამყაროსთვის პალესტინის საკითხის მოუგვარებლობა განსაკუთრებით შემაწუხებელი გახდა. ბრძოლის რადიკალ­ური ფორმა - ტერორიზმი კი 70-იანი წლებიდან მოდის. ბოლო დრომდე გამორჩე­ული "ალ-ქაიდა" იყო, მაგრამ "ისლამური სახელმწიფოს" შექმნამ ვითარება უფრო დაამძიმა.

"ისლამური სახელმწიფოს" მესვეურების­ ერთი ნაწილი სადამ ჰუსეინის რეჟიმის წარმომადგენლები არიან, დანარჩენები - სხვა რადიკალი ისლამისტები... მათი მიზანია,
ჯერ სირიასა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ხელისუფლების დამყარება,­ შემდგომში კი მთელ მსოფლიოში გაბატონება. მათ სურთ წარსულის დაბრუნება - VII საუკუნეში არსებობდა ისლამური სახალიფო, რომელიც შემ­დგომ დაიშალა (ასე თუ ისე, თავი მოიტანა­ 1258 წლამდე). მოგვიანებით ოსმალეთის იმპერია აცხადებდა, რომ ისლამური სახალიფოა. ­რადიკალი ისლამისტების მიზანი სხვა იდენტობების განადგურება და ერთიანი ისლამური იდენტ­ობის შექმნაა, რომელიც დაქვემდებარებული იქნება შარიათზე, ისლამურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათი უპირველესი­ მტერი თანამორწმუნე სუნიტები არიან, რომლებმაც ჭეშმარიტი ისლამის გზას გადაუხვიეს და რჯულს განუდგნენ. ჭეშმარიტი ისლამი, მათი შეხედულებით, არის ის, რაც კლასი­კურ ისლამურ ხანაში, ე.ი. VII საუკუნეში, შუამავალი მოციქული მუჰამედისა და პირველი მართლმორწმუნე ხალიფების დროს არსებობდა. რადიკალი ისლამისტების­ მტრები არიან შიიტებიც... რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია დასავლეთიც მისი რელიგიური მიმდინარეობებითურთ.

- ქართველი მუსლიმების იდეოლოგია როგორია?

- საქართველოში მუსლიმთა სამი თემია: აჭარელი მუსლიმები, პანკისის­ ხეობისა და აზერბაიჯანული დიასპორა. საერთოდ, ისლამი ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე­ სპეციფიკურ ნიშნებს იძენს. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს შენარჩუნებული აქვთ ისტორიული მეხსიერება,­ რომ მათი წინაპრები ქრისტიანები­ იყვნენ. ეს მათ ქრისტიანებთან თანამეზობლურ ურთიერთობას განაპირობებს. პანკისში უფრო ე.წ. სუფიური ანუ ჩრდილოეთკავკასიური საძმოების ისლამია გავრცელებული. ე.ი. მთის ტრადიციები და ისლამისტური ხედვები შეზავებულია. აზერბაიჯანელი თემი პატივს სცემს იმ ქვეყანას, სადაც ის ცხოვრობს და ასევე იმ ურთიერთობას, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს აქვს. სხვათა შორის, ახლახან აზერბაიჯანში სპეცოპერაცია ჩატარდა - აიყვანეს რადიკალური ისლამის წარმომადგენლები იმ მოტივით, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

აჭარელ მუსლიმებზე თურქეთიდან ცდილობენ გავლენის მოხდენას. საქართველოში რადიკალური ისლამი უფრო ახლო აღმოსავლ­ეთიდან, არაბული ქვეყნებიდან გამოსული რადიკალი ემისრების მეშვეობით შემოდის. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ემისარი თურქიც იყოს და ამ იდეოლოგიას ემსახურებოდეს.
ისინი მარჯვედ იყენებენ სოციალურ ქსელს და ეწევიან პროპაგანდას. პანკისის ხეობაDში მდგომარეობა სპეციფიკურია. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს აქ შემოვიდა ლტოლვილთა ნაკადი. მართალია, პანკისში ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ დაძაბულობის კერა იქ მაინც არ მოშლილა.
პანკისში სუფიური საძმოების ისლამია გავრცელებული, სადაც მთის ადათი და ისლამური ნორმები შერწ­ყმულია. ეს არის სპეციფიკური ჭრილი, რომელიც რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია და ისლამის გარყვნადაა მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების უმრავლესობა ქვეყნის ღირსეული მოქალაქეა, აქტიური მორწმუნეები, რომლებიც რაღაც "ისლამურ სახელმწიფოზე" კი არ ფიქრობენ, არამედ მორწმუნეთათვის პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური პრობლემების მოხსნაზე და ა.შ.

- და მაინც, ზოგიერთი ისლამურ სახელმწიფოში მიდის. მათზე გავლენას ვინ ახდენს?

- უფრო თვალში საცემია ახალგაზრდების რადიკალიზაცია, რაც მხოლოდ სოციალურ პრობლემებს არ უნდა დავუკავშიროთ. მათ თვითრეალიზაცია სჭირდებათ, რის საშუალებასაც "ისლამური სახელმწიფო"­ აძლევს, შეუძლიათ, ავა­ნტიურისტული­ სულის გამოვლინება და პოპ­ულარობის მოპოვება, თანაც მათ გადასაბირ­ებლად დიდი ფული ტრიალებს. ცხადია, ამაზე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 15-20 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ფული დაგროვდა, რომელიც რადიკალური ორგანიზაციების ხელში მიდიოდა. ვფიქრობ, ეს ფული ჩვენთანაც მუშაობს. თუმცა, "ისლამურ სახელმწიფოს" ძალიან შეუმცირდა ფინანსები მას შემდეგ, რაც აშშ-მა და საფრანგეთმა ნავთობსარეწების დაბომბვა­ დაიწყეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული,­ საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" წასულები მალე სამშობლოში დაბრუნდნენ...

- თურქეთში ოსმალეთის იმპერიის აღდგ­ენის დაუძლეველ სურვილს რაიმე კავშირი აქვს ჩვენთან მიმდინარე პროცესებთან?
- თურქეთს დიდი ხნის განმავლობაში­ მხოლოდ დასავლეთისკენ ჰქონდა პირი. XXI საუკუნის დასაწყისში კი (ერდოღანის მმართველობის პირობებში) ამ ქვეყანაში პრაქტიკულად, ჩუმი რევოლუცია განხორციელდა - ახლო აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა, სადაც მყარი პოზიციების მოპოვებას ცდილობს. თვალში საცემია ის, რომ თურქეთი ძალიან დაუპირისპირდა ისრ­აელს, რომელიც მისი მტკიცე პარტნიორი იყო. თურქეთში ზომიერად ისლამისტური ხელისუფლებაა, რომელიც სეკულარიზმის (სახელმწიფო მმართველობისა და რელიგიის გამიჯვნა)­ პრინციპებს ჯერჯერობით არ ეხება, მაგრამ ისლამის წინ წამოწევის ტენდენცია იგრძნობა.

- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გამწვავებას რა შეიძლება მოჰყვეს?
- ვიმედოვნებ, რომ რუსეთს გონიერება ეყოფა და მესამე მსოფლიო ომის დაწყებისგან თავს შეიკავებს... არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ისარგებლოს იმით, რომ თურქ­ეთსა­ და სირიას ტერიტორიული პრობ­ლ­ე­მები აქვთ. ე.წ. ხათაის ოლქი ფრანგული პროტექტორატისას სირიის ტერიტორია იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის წინ (1938 წელს) ფრანგებმა თურქეთს (ამ უკანასკნელის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) გადასცეს. სირიაში დღესაც გამოდის რუკები, სადაც ხათაი სირიის ნაწილად არის მიჩნ­ეული. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთმა სირიის ტერიტორიად აღიაროს. მას შემდეგ,­ რაც მან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ასეთი­ ავანტიურა აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

- რუსეთი და თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობით ვაჭრობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ...
- რაც უნდა პარადოქსული იყოს, თავად ასადის რეჟიმიც ყიდულობდა ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან", რადგან ეს მისთვის ძალიან იაფი იყო (სხვათა შორის, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერთ-ერთ ელექტროსადგურსაც აკონტროლებენ და ასადის რეჟიმი იძულებულია, მათ ელექტროენერგიის საფასურიც გადაუხადოს). რამდენიმე დღის წინ ისრაელის ერთმა გაზეთმა დაბეჭდა, რომ თვით ისრაელიც კი იყო ამ ნავთობის მყიდველი...
როცა თურქეთის და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, უნდა ვივარა­უ­დოთ, რომ არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნია.
ფაქტია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ამ ნავთობის გაყიდვით დიდი შემოსავალი ჰქონდა. მართალია, მან რაღაც ზარალი მიიღო მას შემდეგ, რაც მის კონტროლქვეშ მყოფ ნავთ­ობსარეწებზე საფრანგეთმა საჰაერო იერიში მიიტანა, მაგრამ დაფინანსების წყარო სრულად გადაკეტილი არ არის. ველოდები, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსები მკვეთრად შეიზღუდება. უკვე ჩანს, რომ დასავლეთმა "ისლამური სახელმწიფოს" სრული განადგურება გადაწყვიტა. ასე რომ, საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც შექმნილ სიტუაციას გააანალიზებენ და ისევ საქართველოში დაბრუნებას ამჯობინებენ. მსგავსი პროცესი მსოფლიოში უკვე დაწყებულია. მაგალითად, ბელგიიდან გასული 130 მებრძოლიდან 85 უკან დაბრუნდა. არადა, სწორედ მათი დიდი ნაწილის მოფიქრებული­ იყო საფრანგეთის ტერაქტი.

- როგორ აფასებთ, სუს-ის მიერ ტერ­ორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებას?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს...

"რადგან წვერი აქვს, ტერორისტია?"


29 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს. მირიან ბერიძის, ჯამბულ აბდულაევისა და გია ბახუნტარიძის სახლებიდან (ჩაქველი­ ლაშა გობაძე აჭარაში დააკავეს) ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ლიტერატურა და "ისლამური სახელმწიფოს" დროშები ამოიღეს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ზეინალ აბდულაევი, ჯამბულის მამა:
- დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როცა სახლში­ სპეცრაზმ­ელები შემოცვივდნენ და ჯამბული საწოლიდან წამოაგდეს. ყველაფერი გადმოყარეს და ამოიღეს ძველი, ჟანგიანი იარაღი, რომელიც მანამდე თვალით არ მინახავს; ასევე შავი დროშა თეთრი ზოლებით და თქვეს, ეს ტერორისტების დროშააო და იზოლაციადახვეული მილი. სოფელში ჯამბულზე ცუდს არავინ იტყვის. მისთვის საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია. სირიაში წასული ბადრი ირემაძე ჩვენი მეზობელია. ის და ჯამბული ერთად დადიოდნენ სალოცავად, ბადრიმ სირიაში წასვლა რომ დააპირა, დაემდურნენ ერთმანეთს. ჯამბული ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ჩემი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა და ამის გამო წვერი ჰქონდა მოშვებული. ჩემს ოჯახში იარაღი არასდროს გაჭაჭანებულა. უფროსი ვაჟი 7 წელი სპეცრაზმში მსახურობდა და დანაც კი არ მოუტანია შინ. რადგან წვერი აქვს, ტერორისტია?!

ნათელა ბერიძე, მირიანის დედა: - სპეცრაზმელებმა გათენებისას 5 საათზე შემოამტვრიეს კარი. ყველას გვეძინა, შინ სტუმარიც გვყავდა. მას და ჩემს ქმარს ხელები გაუკრეს, მირიანი კი აიყვანეს. ყველანი პირველ სართულზე ერთ ოთახში შეგვყარეს. თვითონ მეორე სართულზე ავიდნენ, ჩადეს იარაღი და მერე დაიწყეს ჩხრეკა. ამოიღეს ორი ხელყუმბარა, რაღაც დროშა... ვერც მივხვდით, რა იყო. მირიანი მორწმუნეა და ალბათ, ამისთვის ისჯება. შეიძლება მიზეზი ისიც არის, რომ ჩემი ძმისშვილი - მამუკა ანთაძე სირიაშია წასული...
ჩვენ ქართველები ვართ, აქ ვრჩებით და მშვიდად ცხოვრება გვინდა. ყველა დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შვილებს იარაღი ჩაუდეს... ჩემი შვილი უდანაშაულოა!

ნანა ფიცხელაური
quTaiseli
16 დეკემბერი 2015 22:08
გელა და ვაჟა არვიცი ვისი ტროლები არიან მარა ამათი მლანძღველი ვისი ტროლია და ვის დავალებას ასრულებს ესეც საინტერესოა აბჯანსანდალია რა მოკლედ ეს სოციალური ქცელები საქართველოში ვისი ვისაშია ვერგაიგებ რა.
grigori
11 დეკემბერი 2015 09:57
ეს გელა, ვაჟა და სხვა ძველქართულით "ჩიტები" რუსული სპეცსამსახურების "ტროლები" არიან.რასაც "ზემოდან" ეტყვიან, იმას ჭიკჭიკებენ.ისლამური სახელმწიფოსადმი ქართველების უარყოფით დამოკიდებულებას სათავისოდ იყენებს რუსეთი.ქართული უსაფრთხოების სამსახურებისათვის თუ საიდან უწევენ კოორდინაციას, რომელი ქართული პარტიის, საზოგადოების, ან ქართული არასამთავრობოს მხრიდან ეს უცნობი არ უნდა იყოს.საკითხავი ისაა, რატომ არაფერს აკეთებენ ამ აშკარა ანტიქართული, მტრული ორგანიზაციების მიმართ.
konservatori
09 დეკემბერი 2015 17:12
რუსეთის მიერ შეგდებული ნაციონალისტური იდეა საკმაოდ მიმზიდველია. და თუ ფრანგებიც მიემხრობიან, არი შანსი ახლი მსოფლიო პოლიტიკური პოლუსის წარმოქმნის.ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში საქართველოს, რუსეთს და საფრანგეთს და პრინციპში ევროპის დიდ ნაწილს ერთგვაროვანი ფუნდამენტური პრობლემები აქვს.ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა, რასაც შეუქცევადად მივყავართ გადაშენებისკენ.გამოსავალი მხოლოდ ერთია....
თუ საუკუნეების მერე კიდევ ერთხელ დადგა არჩევანის გაკეთების აუცილებლობა ცუდსა და უარესს შორის არჩევანი ისევ ცუდზე გაკეთდება ალბათ.მთავარია, გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არა ისეთი, რომელიც მაზდ არის საკუთარი ქვეყანა გაწიროს პირადი ვიწრო ინტერესებისთვის, მაგალითად სხვა ქვეყანაში მაღალი თანამდებობისთვის.

რედაქტორის რჩევით