"ისლამურმა სახელმწიფომ" საბრძოლო იარაღი გააუმჯობესა - რა ხდება "ჯიჰადისტთა უნივერსიტეტში" - კვირის პალიტრა

"ისლამურმა სახელმწიფომ" საბრძოლო იარაღი გააუმჯობესა - რა ხდება "ჯიჰადისტთა უნივერსიტეტში"

"ისლამური სახელმწიფოს" დაქირავებულმა მეცნიერებმა, ტერორისტებისთვის შექმნეს კუსტარული სითბური აკუმულატორი, რაკეტების, დასახლებით "მიწა-ჰაერი", ასაწყობად.

(ფოტოგალერეა)

"Sky News"-ის ინფორმაციით, სითბურ აკუმულატორებს ტერორისტები გამოიყენებენ როგორც სამგზავრო, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.

სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ISIS-ი ქირაობს მეცნიერებსა და ინჟინრებს, რომლებსაც იარაღის გასაუმჯობესებლად ამუშავებს.

მანეკენი თვითრეგულირებადი თერმოსტატით

"ისინი ჯიჰადისტებს ასწავლიან, როგორ უნდა მოაწყონ ევროპაში უფრო რთული და "ეფექტიანი" ტერაქტები. ასევე აწარმოებენ და ქმნიან ახალ შეიარაღებულ სისტემას, რომელსაც როგორც სამგზავრო, ასევე საბრძოლო ავიალაინერების ჩამოგდება შეუძლია".

ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელმაც დასავლელი ექსპერტებიც კი გააოცა, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქ რაქაში  არსებულ  "ჯიჰადისტთა უნივერსიტეტში" მოხდა, ტერორისტებზე მომუშავე მეცნიერებმა სითბური აკუმულატორი გამოიგონეს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რაკეტებსაც გაუწიონ წინააღმდეგობა.

მეცნიერებმა შეძლეს და უზრუნველყოფა გაუკეთეს სითბური რაკეტების შენახვის პრობლემასაც. სითბური აკუმულატორების დახმარებით, ისინი მუდამ აქტივირებული და საბრძოლო მდგომარეობაშია.

მეცნიერებმა სითბურ აკუმულატორებთან ერთად, რადიომართვის ავტომობილები შექმნეს, მანეკენები კი, რომელთაც თვითრეგულირებადი თერმოსტატები აქვთ, ინარჩუნებენ ადამიანის სხეულის ტემპერატურას, შესაბამისად, მათ შეუძლიათ გაიარონ სკანირების რთული სისტემა და შეაღწიონ იმ ადგილებში, რომელსაც სპეციალურად იცავენ დასავლურ სახელმწიფოებში.

უფრო ადრე ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლებელი გახდა ტყვეთა ორგანოების მუსლიმანთა გადასარჩენად გამოყენება.

იხილეთ ფოტოგალერეა: რა ხდება "ჯიჰადისტთა უნივერსიტეტში?"

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო