კიოლნის ამბები ყველაფერს შეცვლის?! - გერმანიაში ნაციონალისტებმა "გაიღვიძეს"
კიოლნის ამბები ყველაფერს შეცვლის?! - გერმანიაში ნაციონალისტებმა "გაიღვიძეს"
პირველ იანვარს, ახალი წლის ღამეს, კიოლნის ტაძარსა და რკინიგზის სადგურთან ადამიანები ახლო აღმოსა­ვლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილთა თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. დაზარალებულთა განცხადებით, მიგრანტები მათ დამიზნებით უშენდნენ ფეიერვერკებს, სძალავდნენ ფულს და ძვირფას ნივთებს,­ თავს ესხმოდნენ ქალებს. კიოლნის პოლიციამ 90-მდე განცხადება მიიღო ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან. იყო ცნობა­ ერთი გაუპატიურების შესახებაც. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მიგრანტები მთვრალები იყვნენ. მსგავსი თავდასხმა მოხდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც. 50-მდე შემთხვევა აღირიცხა ჰამბურგში.

6 იანვარს კიოლნის მერმა ჰენრიეტა
რეკერმა თანაქალაქელ ქალებს ურჩია - "თავდასაცავად უცნობებისგან გაშლილი ხელის გაწვდენაზე დაეჭირათ თავი". მის რჩევას აღშფოთების ისეთი ტალღა მოჰყვა, მერმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მას სწორად ვერ გაუგეს.
7 იანვარს გერმანულ პრესაში გამოჩნდა პოლიციის პატაკი, სადაც აღნიშნულია,
რომ პირველ იანვარს მოედანზე ქაოსი სუფევდა, სამართალდამცავებს ეშინოდათ, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და შეკრებილებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მიგრანტები არაფრად აგდებდნენ მათ და უყვიროდნენ: "ვერაფერს გვიზამთ, ჩვენ ანგელა მერკელმა მოგვიწვია!"
8 იანვარს გერმანიის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტობიას პლატემ განაცხადა, რომ პოლიციამ შეძლო დანაშაულში ეჭვმიტანილი 31 პირის ვინაობის დადგენა. 29 მათგანი მიგრანტია და ბინადრობაზე თანხმობას ელის."იდენტიფიცირებულ თავდამსხმელთაგან 9 ალჟირელია, 8 - მაროკოელი, 4 - სირიელი, 2 - გერმანელი.
ქალებზე ძალადობა გააპროტესტა 32 წლის შვეიცარიელმა მხატვარმა მილო მუარემ და კიოლნის ცენტრალურ მოედანზე შიშველი გამოვიდა პლაკატით: "გვეცით პატივი! ჩვენ არ ვართ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!"

აშკარაა, რომ გერმანელების განთქმულ მულტიკულტურიზმს და მთელ დასავლეთ ევროპას ტოლერანტობის გამოცდის ჩაბარება მოუწევს... დღემდე სოციალურ ქსელებში მიყუჟულმა, მარგინალებად შერაცხილმა მულტიკულტურიზმის კრიტიკოსებმა და მემარჯვენე ნაციონალისტებმა თავი წამოყვეს. უცებ გაცოცხლდა ტოლერანტული ევროპისთვის შეუფერებელი პოლიტიკური­ მიმდინარეობა - პეგიდა­ -"ევროპის პატრიოტები­ დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ". სწორედ"პეგიდას ეგიდით გაიმართა 9 იანვარს კიოლნში ანტიისლამური მიტინგი, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. უსაფრთ­ხოებას 1 700 პოლიციელი იცავდა. ანტიის­ლამისტებმა, რომლებიც მსვლელობასაც გეგმავდნენ, პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს. სამართალდამცველებმა მსვლელობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აღკვეთეს.
პარალელურად გაიმართა მიტინგი - "კიოლნი მემარჯვენეების წინააღმდეგ", რომლის მონაწილეთა აზრით,"არ შეიძლება ახლო აღმოსავლეთიდან ყველა ლტოლვილის პოტენციურ ბოროტმოქმედად მიჩნევა.

სამოქალაქო უკმაყოფილებისა და დაძაბულობის ზრდის ფონზე ანგელა მერკელმა­ განაცხადა: "კანონის სიმკაცრეზე დაყდნობით, აუცილებელია, შევისწავლოთ, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი."ყველაფერი უნდა გამოვარკვიოთ. წაყრუება არ შეიძლება. რაც მოხდა, საშინელებაა" და დასძინა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ, როდის შეიძლება მიგრანტს ჩამოერთვას გერმანიის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა მომხდარს ორგანიზებული დანაშაულის ახალი დონე უწოდა. მისი აზრით, თავდასხმები, რომლებშიც ასობით მიგრანტი მონაწილეობდა, წინასწარ იყო დაგეგმილი.

10 იანვარს კი კიოლნში 7 ჩამოსულს სცემეს. თავდამსხმელთა 20-კაციანი ჯგუფი თავდაპირველად რკინიგზის სადგურთან 6 პაკისტანელს დაესხა თავს, რომელთაგან 2 საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ერთ სირიელსაც სცემეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთმანეთი "ფეისბუკით" იპოვეს. გამოქვეყნდა ცნობები, კიოლნის პოლიციაში შესული განცხადებების რიცხვმა­ ახალი წლის ღამეს ძარცვის, ცემისა და სექსუალური ძალადობის თაობაზე 500-ს გადააჭარბა...
დღეს ევროპა დაბნეულია. პოლარული განწყობილებები კი ნელ-ნელა ძალას იკრებს­. რა გზას დაადგება დასავლეთევროპული ცივილიზაცია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადამწყვეტ როლს, ალბათ, სირიაში ომის მიმდინარეობა და ლტოლვილთა ახალი ნაკადი ითამაშებს, რომელიც გაზაფხულზე აუცილებლად მოიმატებს.

გელა გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (5)
1234567890
26 იანვარი 2016 16:18
ინგლისი და ამერიკა ყოველთვის მტრობდნენ გერმანიას ეხლაც იგივეს აგრძელებენ იძულებით ემიგრანტების შემოყრით,არ აწყობთ რომ გერმანია ევროპის და შედეგათ მთელი მსოფლიოს ფლაგმანი გახდეს,აგრეტვე საფრანგეთსაც მტრობდნენ მუდამ.გერმანიის პრიორიტეტი ინტელექტია ყოველთვის უსწრებდნენ განსაკუთრებით ანგლოსაქსებს ინტელექტში და შრომის მოყვარეობაში.ხოლო საფრანგეთი სახელმწიფო მოწყობაში.21 საუკუნე ინტელექტის საუკუნეა,მეცნიერება მედიცინა ახალი ტექნოლოგიები,ხოდა უნდათ რომ გერმანიამ თავისი რესურსები ემიგრანტებთან ბრძოლაში იძულებით გადართოს იმის ნაცვლად რომ ტექნოლოგიები კიდევ უფრო განავითარონ,ხოლო გერმანიის ინტელექტუალური ელიტამ გერმანიის ნაცვლად ამერიკაში იმოღვაწეოს ამერიკის მთავრობისთვის და რესურსებსაც იქ გამოუყოფენ,ეს უკვე მოხდა მეორე მსოფლიო ომის შედეგათ,მსოფლიომ და კერძოდ ამერიკამ კარგათ ისარგებლა ფაშისტური გერმანიის მიღწევებით ყველა სფეროში განსაკუთრებით შეიარაღებაში,აქ ყველაფერი ცხადია და ინგლისი ამერიკის ლაქია მონაა და გემანიის მტერი შურით აღსავსე ქვეყანაა.არ უნდათ გერმანიის დაწინაურება.მაგრამ მე ვფიქრობ ეს მაინც მოხდება ეს გარდაუვალია.საერთოდ ინგლისი და შემდგომ ამერიკა ყოველთვის მტრობდნენ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებს,ანგლოსაქსებს არასოდეს არ გააჩნდათ ინტელექტუალური რესურსი,სილი ესტ უმა ნე ნადო,ამიტომაც ყოველთვის აფერხებდნენ ევროპულ ცივილიზაციას რათა ძალიან არ ჩამორჩენიდნენ და იყენებდნე უმეტესად გერმანულ ინტელექტუალურ რესურს თავიანთვის ,ევროპის საწინააღმდეგოთ საერთო ჯამში,და ყოველთვის საბჭოთა კავშირით ან კომუნისტური საშიშროებით იმართლედბნენ თავს ევროპის წინაშე,ამადლიდნენ.
hmm
20 იანვარი 2016 17:12
ეს რაიყო ეს სტატია "ანტიფა"-მ დაწერა??პეგიდას არავისტვის არ დაუშენია ბოთლები, იქ ვიყავი მეც მიტინგზე, 2 გოგო მყავს და გერმანელების გვერდით ვიდექი მეც! პეგიდა სულაც არაა ნაცისტური და ბოთლებს და "ასაფეტქებლებს" პრესის პირადობით მოსული მემარცხენეები, ეგრედ წოდებული "ანტიფა"-ს წარმომადგენლები ისროდნენ! პოლიციამ კიდე ეგ გამოიყენა, რომ დემო დაესალა! მერჯელს ტავზე ენგრევა ყვეაფერი და გერმანელი ხალხი დებილი არაა, ამოუვიდათ ყელში! ეგ დემო-ები 2014 წლიდან იმართება და მინიმუმ 10 000 გერმანელი ირებს მონაწილეობას, მათ სორის ცემისტანა ემიგრანტებიც, რომლებსაც არ უნდათ ევროპის გამუსულმანება! გელა გურგენიზე გრცხვენოდეს! ქსავიარ ნაიდოო არის ინდო-გერმანელი მომრერალი და ისიც კი ნაცისტად გამოიყვანეს ხმა რომ ამოიღო უსამარტლობაზე!ვიდეოებიც მრავლადაა თუ როგორ ექცევა პოლიცია საკუტარ ხალხს და როგორ ყავს მიმწყვდეული შუასი და თუ როგორ ისვრის ჯურნალისტებად გადაცმული ანტიფა ბომბაცკებს და ბოთლებს!
გიორგის
20 იანვარი 2016 13:48
მართალი ხარ გიორგი. ბეცვრს ვითმენთ ქართველები მაგრამ ასეთ სიდამპლეს არ მოვითმენთ. გერმანელებივით პლაკატებით არ ვირბენთ. გადავუვლით სახეებზე ამ ღორებს.
giorgi
20 იანვარი 2016 13:02
მერი რო ქალებს ურჩევს რო მოერიდეთ ამ ხალხსო ამაზე მეტი ღირსების დაკარგვა რაღაა ნეტა, მოერიდეთ კი არა ღმერთმა დაგვიფაროს და ეგეთი რამე რო აქ მოხდეს მაგათ სიფათებს ხორცის ნაჭერს დავამგვანებდით
luxo
18 იანვარი 2016 10:10
სიკეთის გაკეთებასაც ზომიერება სჭირდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?