ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია - ჯოჯოხეთი დედამიწაზე - კვირის პალიტრა

ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია - ჯოჯოხეთი დედამიწაზე

დღეს "ისლამური სახელმწიფო" ქალებით ვაჭრობით დიდ შემოსავალს იღებს. ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია...

მონათა ბაზარი

ქაილი მიულერი 2015 წლის 11 სექტემბერს მსოფლიომ ამერიკელი გოგონას, ქაილი მიულერის ამბავიც შეიტყო - საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი 2013 წელს გაიტაცეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა. რამდენიმე თვე აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეთქვა, ჯაშუში ვარო. ციხეშიც კი ჰყავდათ გამომწყვდეული, სადაც ის სამმა ქურთმა გოგომ გაიცნო (ისინი ციხეში წარუმატებელი გაქცევის შემდეგ მოხვდნენ). ისინი იხსენებენ, რომ ქაილი მიულერს ფრჩხილებიც კი დააძვრეს და ყოველდღე სცემდნენ, შემდეგ კი აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთან მიჰყავდათ და ის აუპატიურებდა. შემდეგ ქაილი მოკლეს. ქურთმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს, ევროპაში ჩააღწიეს და მსოფლიოს მიულერის ტრაგედიის შესახებ ამცნეს...

"ისლამური სახელმწიფოს" მონები იეზიდი და ქრისტიანი ქალები არიან, ეს რელიგიური უმცირესობები მათ ტერიტორიაზე ადამიანებად არ ითვლებიან; და რადგან ადამიანები არ არიან, შეგიძლია, ყველაფერი გაუკეთო, რაც მოგეპრიანება. ქრისტიანების მიმართ შეუწყნარებლობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა მას "სისტემური გენოციდი" უწოდა..

დღეს "ისლამური სახელმწიფო" მონათვაჭრობისგან დიდ შემოსავალს იღებს (ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია). დაპყრობილ ტერიტორიაზე მოსახლეობის"დახარისხებაზე და შემდეგ ქალების ტრანსპორტირებაზე სპეციალური შტაბები ზრუნავენ, ხოლო მათ გაყიდვაზე ან გამოსყიდვაზე - სხვა ჯგუფები.

მონათა ფასი

სირიასა და ერაყში სექსუალური ძალადობის მასშტაბებით გაკვირვებას "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთი ლიდერიც ვერ მალავდა, თუმცა თანამოაზრეების გაკიცხვას ისევ ამ სისასტიკის დაკანონება არჩიეს - 2015 წლის ზაფხულში "ისლამურმა სახელმწიფომ" მონობა დააკანონა და სპეციალური ბროშურებიც კი გაავრცელა მონათა პატრონების უფლება-მოვალეობების შესახებ, მეტიც, მონათა ბაზარზე ფასებიც კი დააწესა:

ქალი 40-50 წლის - 50 000 დინარი

30-40 წლის - 75 000 დინარი

20-30 წლის - 100 000 დინარი

10-20 წლის - 150 000 დინარი

1-9 წლის - 200 000 დინარი.

მიღებული კანონი არ კრძალავს მოზარდთან სექსუალურ ძალადობას,"თუ მისი სხეული მზად არის სექსუალური აქტისთვის."სავარაუდო ასაკი 10 წლიდან იწყება; და კიდევ: ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია.

იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა: მონათა ბაზარი "ისლამურ სახელმწიფოში"