"ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება!"
22-02-2016
"ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება!"
შესაძლოა, რეიდიც ჩატარდეს, მაგ­რამ­ სპეცსამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ჰუმანიტარულ ფონ­დ­ებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და გაარკვიონ,­ ხომ არ შეიცავს მათი საქმიანობა ექსტრემიზმის ნიშნებს...

პროცესები ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ისმის­ განცხადებები მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა­ ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსად­გურ "ინტერთან" რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების საფრთხეზე ილაპარაკა. საერთაშორისო თანამეგობრობა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და დაბომბვების შეჩერების აუცილებლობაზე­ ლაპ­არაკობს, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა მიღწეული შეთანხმება ქაღალდზე რჩება­. პარალელურად თურქეთი სულ უფრო ხშირად
ხდება ტერორისტთა სამიზნე. გასულ კვირას ანკარაში მომხდარ აფეთქებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღო, 28 კაცი შეეწირა, 61 კი დაიჭრა.…

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში: - ოლ
ანდის განცხადება საყურადღებოა, თუმცა პირადად მე ფართომასშტაბიან დაპირისპირებას თურქეთსა და რუსეთს შორის გამოვრიცხავ. ვეჭვობ, რუსეთმა თურქეთის ტერიტორიას დაარტყას ან ოფიციალურმა ანკარამ თუნდაც სირიაში რუსეთის ბაზების დაბომბვა გაბედოს. მსგავსი რამ თუ მოხდა, გამოვა, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას იარაღით დაუპირისპირდება, ეს კი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება. თუმცა­ არ გამოვ­რიცხავ მცირემასშტაბიან შეტაკებებს სირიის ტერიტორიაზე თუნდაც თურქულ და რუსულ ავიაციას შორის. ფაქტია, ეს ორივე ქვეყანა ჩართულია სირიის ომში, სადაც ინტერესთა ისეთი შეჯახებაა, გარკვევაც კი ჭირს, ვინ ვის უპირისპირდება. მაგალითად, სირიაში მოქმედი "ქურთთა დემ­ო­კრატიული კავშირი" აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ნატოს წევრი და აშშ-ის პარტნიორი თურქეთი­ ბომბავს, რამაც გვარიანად შეაშფოთა თეთრი სახლი და ანკარას თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
დღეს ლაპარაკია იმაზეც, რომ სირ­იაში სახმელეთო ოპერაციაში შესაძ­ლოა საუდის არაბეთი და კიდევ რამდენიმე­ ქვეყანა ჩაერთოს, მაგრამ ახლო მომავალში პროცესების ამგვარ განვითარებას ნაკლებად­ ველი. თუმცა, ვითარება ისეთია, რაიმეს გამ­ორიცხვა შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც თურქეთმა­ სამხედრო დარტყმები მიაყენა სირიელ ქურთებს, მოსალოდნელია, ამჟამად­ აშშ-ის პარტნიორები სირიელი ქურთები რუსეთის მოკავშირეები გახდნენ. რუსეთის ავიადარტყმებმა­ შედეგი მოიტანა, ასადის ხელისუფლებას არა აქვს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ ის ტერიტორიები, რომე­ლთაც ბომბავს რუსეთი, დაიცვას. შესაძლოა ამისთვის სირიელი ქურთების საბრძოლო დანაყოფები გამოიყენონ. ასადი მათთან კოალიციის შექმნას ცდილობს, რათა ერთგვარი ბუფერული ზონა შეიქმნას სირიასა და თურქეთს შორის სწორედ ქურთების ხარჯზე. ამ შემთხვევაში თურქეთი ჩავარდება რთულ მდგომარეობაში.

- შესაძლოა, რომ ამ პროცესებში რუსეთი­ სახმელეთო ოპერაციითაც ჩაებას?
- ძნელი სათქმელია, თუმცა ასადის წარმომადგენლები აღარ მალავენ, რომ ალე­პოსთან და ლატაკიის ირგვლივ სახმელ­ეთო ოპერაციებს რუსეთის გენერალური შტაბის მაღალი რანგის მრჩევლები ხელმძღვანელობენ. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახმელეთო ოპერაციაში რუსეთი ფაქტობრივად, უკვე მონაწილეობს.

- ბოლო ხანს თურქეთი არაერთხელ იქცა ტერორისტთა სამიზნედ. ტერორისტული­ აქტების უკან ქურთთა მოძრაობას მოიაზრებენ, ანკარაში მომხდარ აფეთქებაზეც­ პასუხი­სმგებლობა ქურთულმა ორგანიზაციამ აიღო.

- დღეს თურქეთში­ ტერორისტული აქტების მოწყობა ყველაზე­ ნაკლებად უნდა აწყობდეთ ქურთებს, რად­გან­ მათი პრობ­ლემის გადა­წყვეტაში­ დღეს ლამის მსოფ­ლიოა ჩარ­თული. შესაბამისად, ცოტა გამიკვირდა ბოლო ტერაქტზე ქურთული ორგანიზაციის მიერ პასუხისმგებლობის აღება. ერთიც ცხადია, თურქეთში გააქტიურდნენ­ ნაციონალისტურ-რადიკალური ჯგუფები,­ რომლებიც ცდილობენ ქურთთა მოძ­რაობის დისკრედიტაციას, დაძაბულობის ესკალაციასა და პოლარიზაციას.

- ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვარაუდ­ობდნენ, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა გააქ­ტი­უ­რება კავკასიაში შესაძლოა გაზაფხულზე­ დაწყებულიყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონებში დაწყებულმა საპოლ­იციო რეიდებმა ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება საფრთხის პრევენციას ცდილობს.
- გავიხსენოთ ბულგარეთში არსე­ბული ვითარება. ამ ქვეყანაშიც პროცენტულად დაახლოებით იმდენი მუსლიმანი ცხოვრობს,­ რამდენიც ჩვენთან.­ იქაც იყო გააქტიურებული ისლამი­სტთა საინფორმაციო-პროპაგანდისტული მუშაობა და ხელისუფ­ლებამ საპოლიციო რეიდები­ კი არ მოაწყო,­ დაარტყა იმ ჯგუ­ფებს, რომლებიც ქვეყანაში მუშაობდნენ და გარკვეული სახელმწიფოების ჰუმანიტარულ ფონდებს წარმოადგენდნენ. შესაძლოა, რეიდიც ჩატარდეს, მაგ­რამ სპეცსამსახურებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ჯგუფებსა და ჰუმანიტარულ ფონ­დ­ებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და გაარკვიონ,­ ხომ არ შეიცავს მათი საქმიანობა ექსტრემიზმის ნიშნებს. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობდეს... მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირანსა და ჩინეთთან ურთიერთ­ობის გააქტიურებაც. ირანის ინტერესებშია­ საქართველოს ტერიტორიის დერეფნად გამოყენება როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. აშკარაა, რომ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს ჩვენს ქვეყანაში ჩინეთი. ჩემი ინფორმაციით, ყაზახები ბათუმის პორტიდან წასვლას აპირებენ და არ გამოვრიცხავ, რომ მისით სწორედ ირანული და ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ. მოკლედ, ჩვენ არა მხოლოდ ლაზიერთა შეტევაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ პაიკებსაც უნდა მივადევნოთ თვალყური, თუ გვსურს საჭადრაკო დაფაზე მიმდინარე პარტია მოვიგოთ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით