"ჩემი სიზმრები ხან კოსმიურია და ხან - მიწიერი, თუმცა ყოველთვის გიჟურია" - 340 დღე კოსმოსში და "სელფი" დედამიწასთან ერთად - კვირის პალიტრა

"ჩემი სიზმრები ხან კოსმიურია და ხან - მიწიერი, თუმცა ყოველთვის გიჟურია" - 340 დღე კოსმოსში და "სელფი" დედამიწასთან ერთად

ბარაკ ობამა: "ჰეი, კელი, გქონია ისეთი სიტუაცია, ფანჯარაში რომ იხედები და ოცდები?"

ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი, რომელიც კოსმოსში 340 დღე იმყოფებოდა, დედამიწაზე დაბრუნდა. ეს შემთხვევა ამერიკელების რეკორდი გახლავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსმა კოსმონავტმა ვალერი პოლიაკოვმა 1994-1995 წლებში კოსმოსში 438 დღე დაჰყო. ამჯერად, კელის თანმხლები რუსი კოსმონავტი კორნიენკო გახლდათ. მთავარი მიზანი მოგზაურობისა კი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი ხანი შეუძლია ადამიანს კოსმოსში გაჩერება და რა დაემართება მის ორგანიზმს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცას ხომ მოუწევს მარსზე გაფრენა...

მისიის ფარგლებში, მიმდინარეობდა კოსმონავტებზე დაკვირვება, თუ რა გავლენას მოახდენდა ადამიანზე გარემო, სადაც გაცილებით დიდია რადიაციული ფონი და სადაც ორგანიზმში სისხლიც სხვაგვარად მოძრაობს. სწორედ ამიტომ კელის სისხლის ანალიზს უკეთებდნენ და სინჯს კოსმონავტის ტყუპი ძმის სისხლთან ადარებდნენ.

კოსმოსში მოგზაურობისას სკოტმა არა მხოლოდ მუშაობა, არამედ გართობაც მოასწრო.

340 დღის განმავლობაში, კოსმონავტებმა МКС ხომალდით 5440-ჯერ შემოუარეს დედამიწას და დაახლოვებით 10 ათასი განთიადი და დაისი იხილეს. სწორედ ამიტომ, კოსმონავტს საკმარისი დროც და სასურველი რაკურსიც ჰქონდა, რათა პლანეტისთვის ფოტოები გადაეღო. კოსმონავტის ფოტოობიექტივში მოხვდა კოსმოსიდან დანახული ბაჰამის კუძულები, ჩრდილოეთის ნათება, ჩიკაგო. (ფოტოგალერეა)

Reddit-ის მომხმარებელთათვის კოსმონავტმა დრო ინტერვიუსთვისაც გამოყო და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს კოსმოსიდან უპასუხა, ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პროგრამაში, რომელსაც "მკითხე რაც გსურს" ქვია, ერთხელ ბარაკ ობამამაც კი მიიღო მონაწილეობა.

- რატომ გაქვთ ხელები შეკრული?

- მიზიდულოის ძალის არარსებობის გამო, კოსმოსში ხელები იქეთ-აქეთ დაფრინავს და ეს არ მომწონს, ამიტომ მივიბი ჩემს სხეულზე და როცა მძინავს, მაშინაც არ ვაძლევ ხელებს ფრენის საშუალებას.

- ყველაზე მეტად, რიც ყურება მოგწონთ კოსმოსიდან?

- ყველაზე მეტად ბაჰამის კუნძულების, ცისფერი ფერის სიმკვეთრე და სხვადასხვა ტონალობა ძალიან ლამაზი სანახავია.

- რა გესიზმრებათ კოსმოსში?

- ჩემი სიზმრები ხან კოსმიურია და ხან მიწიერი, თუმცა ყოველთვის გიჟურია...

ერთხელას, როცა სკოტი საზოგადოების კითხვეს პასუხობდა თავად ბარაკ ობამასგანაც მიუვიდა კითხვა.

"ჰეი, კელი, გქონია ისეთი სიტუაცია, ფანჯარაში რომ იხედები და გაოცებული ხარ?"

"უკვე აღარაფერი მაოცებს, მხოლოდ ის, როცა ამერიკის შეერთებლი შტატების პრეზიდენტისგან შეტყობინებას ვიღებ"- უპასუხა პრეზიდენტს კოსმონავტმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ