ძიძამ გოგონას მკვლელობა პუტინისადმი შურისძიებით ახსნა
07-03-2016
ძიძამ გოგონას მკვლელობა პუტინისადმი შურისძიებით ახსნა
"რატომ ბომბავთ მუსლიმანებს? ამაზე­ რატომ არავინ არაფერს ამბობს? სიცოცხლე ხომ მათაც სურთ! ამიტომაც ვიძიე შური"

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ძიძამ, გულჩეჰრა ბობოკულოვამ თავისი საქციელი პუტინისადმი შურისძიებით ახსნა...­ სირიის დაბომბვის გამო. "მე იმაზე ვიძიე შური, ვინც სისხლს ღვრიდა", - განაცხადა ბობოკულოვამ დაკითხვისას, რომლის ვიდეოფრაგმენტიც სოციალურ ქსელში ახლახან გამოჩნდა.
გამომძიებლის კითხვას, - ვინ ღვრიდა სისხლსო, ბობოკულოვამ უპასუხა - პუტინი!

"რატომ ბომბავთ მუსლიმანებს? ამაზე­ რატომ არავინ არაფერს ამბობს? სიცოცხლე ხომ მათაც სურთ!
ამიტომაც ვიძიე შური", - დააზუსტა ქალმა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ უზბეკეთში დააპატიმრეს გულჩეჰრას შვილი. ბობოკულოვას მამის, 62 წლის ბაჰრეთდინ ტურაევის განცხადებით, ბობოკულოვას 19 წლის ვაჟი მოსკოვიდან 2015 წლის ნოემბერში დაბრუნდა და მალევე დააპატიმრეს: "სადღაც წაიყვანეს, არ ვიცით, სად არის და რა სჭირს, არაფერს გვეუბნებიან",
- ამბობს ტურაევი.
ტურაევმა დაადასტურა, რომ მისი ქალიშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში 2002 წელს მოათავსეს, რადგან ჰალუცინაციები დაეწყო... ამასთან, გულჩეჰრა მეჩეთში არ დადიოდა, არ იცვამდა­ ჰიჯაბს და არ კითხულობდა ყურანს. ტურა­ევის თქმით, მის ქალიშვილს არ ჰქონია ძიძად­ მუშაობის გამოცდილება და ოჯახი, სადაც აღმზრდელად მუშაობდა, პირველი იყო...

"ინტერფაქსს" უცნობმა წყარომ აცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ გამოერკვიათ ბობოკულოვას ნაცნობი იმ ორი მამაკაცის ადგილსამყოფელი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყვნენ საერთაშორისო ტერორისტებთან. თუმცა, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგვიანებით უარყო ინფორმაცია, თითქოს ბობოკულოვას ტერორისტულ დაჯგუფებებთან სატელეფონო საუბრები ჰქონდა, მის ტელეფონში მსგავსი ინფორმაცია არ აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით