პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი მკვდარია - კვირის პალიტრა

პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი მკვდარია

ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი მკვდარია. როგორც ბი-ბი-სი წერს, აღნიშნული პენტაგონმა დაადასტურა.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, ომარ შიშანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. "მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შიშანი, ქართველი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი იყო თარხან ბათირაშვილი, შეიძლებოდა თავდასხმებს გადარჩენოდა", - წერს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ 4 მარტს განხორციელებული დაბომბვის შედეგად მისი დაცვის რამდენიმე წევრიც დაიღუპა. როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.