Dailymail: ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

Dailymail: ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

ბრიუსელში სამართალდამცავმა ორგანოებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, გავრცელდა ამ დაკავების კადრებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ასევე იპოვეს შაჰიდის გამოუყენებელი ქამრები. კამერებმა გადაიღეს თუ როგორ მოიყვანა მოქმედებაში ერთ-ერთმა ტერორისტმა შაჰიდის ქამარი, თუმცა ამ კადრებს სამართალდამცავები არ აქვეყნებენ.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტერორისტების ნაწილი, რომლებიც ამ ტრაგედიაში იღებდნენ მონაწილეობას, ჯერ კიდევ თავისუფლები არიან.

სპეცსამსახურები ამ დრომდე არ წყვეტენ მუშაობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა კიდევ მოხდეს ტერორისტული აქტები.

"ბი-ბი-სი"-სთან საუბარში ბრიუსელის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ქალაქში უკვე 2 კვირაა დაძაბული მდგომარეობაა.

„ახლა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, პოლიციელები გვეუბნებიან, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შევიკავოთ. 2 კვირაა ქალაქში დაძაბული მდგომარეობაა, თუმცა 2 დღის წინ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავების შემდეგ, მოსახლეობას იმედი მოგვეცა, რომ ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელებდით ცხოვრებას.

ბრიუსელის მცხოვრები მარტენ ჰორემანი "ბი-ბი-სი"-სთან ყვება:

„აფეთქება ჩემი სახლიდან 600 მეტრში მოხდა. ამ დროს სამსახურში ვიყავი, სახლში კი ჩემი ორსული მეუღლე იყო. სწრაფად გავიქეცი სახლისკენ.

მოსახლეობა შეშინებულია, ხალხი სახლიდან არ გამოდის, ქუჩაში მხოლოდ თვითმფრინავების და სახანძრო ავტომობილების ხმა ისმის. საშინელი სიტუაციაა, ალბათ მე და ჩემი მეუღლე ქალაქიდან წავალთ, სანამ უფრო უსაფრთხო არ გახდება აქ ცხოვრება. უკვე ბევრი იქცევა ასე“.

ფოტოგალერეა

წყარო