"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?!
"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?!
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურამ დეპუტატთა არაერთი კოლექტიური მიმართვა მიიღო, რომლის თანახმად, საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება.

უწყების ინფორმაციით, საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.

საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

სააკაშვილმა "ფეისბუკში" დაწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

"როდესაც დავით საყვარელიძე ოდესის ოლქში დაინიშნა პროკურორად, ის დამეხმარა მაფიის წინაღმდეგ ბრძოლაში და წესრიგის დამყარებაში. მან დაიწყო მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, რომელიც ეხებოდა კივალოვს და პოროშენკოს ბლოკის ადგილობრივ წარმომადგენლებს.

დღეს საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივი, სეპარატიზმში შემჩნეული, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე
შედეგებს გამოიწვევს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.
არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე ჩვენგანისთვის იქნება კარგი, არამედ იმიტომ, რომ უკეთესი იქნება უკრაინისთვის და ქვეყნის მომავლისთვის", - დაწერა "ფეისბუკში" სააკაშვილმა.

დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტიდან ვიქტორ შოკინის გადაყენებას დაუჭირა მხარი.

იხილეთ ასევე: საყვარელიძის გათავისუფლების კვალდაკვალ, უკრაინაში ქართველი პროკურორი მოდებაძე დააკავეს
მკითხველის კომენტარი (19)
ese igi
31 მარტი 2016 03:07
ესე იგი, ლორთქიფანიძე "კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით" გაუთავისუფლებიათ,-ისევ იბოლება მი-ჰაილი.

შენზე და შენს ახლო წრეზე დიდი კრიმინალი მსოფლიოს არ ჰყოლია, არ ჰყავს და არც ეყოლება, სააკაშვილო!
მიდი, ნაცად ტერორს მიმართე: ზოგი მოკალი, ზოგი ციხეში ჩაკალი და ა.შ.
მაგრამ იცი, არ გაგივა და კი ხარ ცუციკივით.
რომ გაგსვლოდა, ორ დღეში გაავსებდი ციხეებს და არც პოროშას დაინდობდი......
მტარვალო!

maka
30 მარტი 2016 16:51
რას ერჩით უკრაინელებს, ჩვენზე ადრე მიხვდნენ, ვინ ვინ არის
!!!-s
30 მარტი 2016 16:44
და მერე,რა-დააბრუნებენ საყვარელიძესა და მის "პროტეჟეს"თანამდებობებზე?
cugo
30 მარტი 2016 16:43
უკრაინელები მიხვდნენ,რასაც წარმოადგენს სააკაშვილი და მისი ბანდა.ამათ უნდათ იგივე მეთოდებით გაატარონ რეფორმები,როგორიც საქართველოში.ასეთი,,ნაცური,,მეთოდი უკრაინაში არ გაუვათ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები