ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები
ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები
გარდაცვალების შემდეგ კიმ ირ სენი გამოცხადებულია კორეის მუდმივ პრეზიდენტად. კორეელები თვლიან რომ "დიდი ბელადი" ახლაც ლიდერია და მართავს, ამჯერად საიქიოს.

(ფოტოგალერეა)

"ქვეყანას პატარა ისტორიით და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობით, შეუძლია გახდეს ლიდერი მოფლიოში", - ჩრდილოეთ კორეის უახლესი ისტორიის "დიდი ბელადის", კიმ ირ სენის მიერ, 1948 წელს ნათქვამი ეს სიტყვები დღემდე ქვეყნის მთავარი დევიზია. თავის მხრივ კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეის, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი და მართველი, დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ "ფიგურად" ქვეყანაში.
"ერის მამა", "გენერალსიმუსი" და "ძვირფასი ლიდერი" - კიმ ირ სენი

ცნობისთვის: კიმ ირ სენი 1912 წელს დაიბადა. კორეული მარქსიზმის - ჩუჩხეს ჩამომყალიბებელი, კორეული კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი ქვეყანას 1948 წლიდან - 1994 წლამდე მართავდა. გარდაცვალების შემდეგ კიმ ირ სენი გამოცხადებულია კორეის მუდმივ პრეზიდენტად. კორეელები თვლიან რომ
"დიდი ბელადი" ახლაც ლიდერია და მართავს, ამჯერად საიქიოს.

კიმ ირ სენი შვილთან, მომავალ დიქტატორ კიმ ჩენ ირთან
დიდი ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით რესპუბლიკის მართველი კიმ ირ სენის ვაჟი კიმ ჩენ ირი გახდა. იგი სიცოცხლეშივე აღიარებული იქნა როგორც "ერის მამა", "გენერალსიმუსი" და "ძვირფასი ლიდერი". მამისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ირი საგვარეულო დინასტიის გამდიდრებით იყო დაინტერესებული. ჯერ კიდევ 2010 წელს "ფორბსმა" მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის ოცეულში შეიყვანა.

2011 წელს, 69 წლის ასაკში, რესპუბლიკის ლიდერი ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალურად ოჯახმა გაავრცელა "ერის მამის" სიკვდილის "რეალური" მიზეზი და განაცხადეს, რომ გენერალი გულის შეტევით გარდაიცვალა. დასავლური მედია კი ბელადის გარდაცვალების სხვა მიზეზებზე წერდა. არაოფიციალური ინფორმაციით, "ძვირფასი ლიდერს" სიცოცხლის უაკანასკნელ წლებში "სპილოს ავადმყოფობა" (სამედიცინო ენაზე: სპილოვნობა, ელეფანტიაზი. დაავადების კლინიკური გამოვლინება: კიდურების დაზიანება, სიმსუქნე, მოძრაობის დროს ძვლების ტკივილი) აწუხებდა. სწორედ ეს დაავადება გახდა მისი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი. 2011 წელს კიმ ჩენ ირის, ყველაზე მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონიალით დაემშვიდობნენ. მისი სიკვდილის მასობრივი გლოვის ამსახველმა კადრებმა მართლაც გააოცა მსოფლიო. ის სწორედ ისე დაიტირეს, როგორც ჭეშმარიტ დიქტატორს და ტირანს შეეფერებოდა, თუმცა კიმ ირ სენისგან (მამა) განსხვავებით მისთვის "საიქიოს მმართველის" წოდება არ მიუნიჭებიათ.

კიმ ჩენ ირის დესპოტური რეჟიმის მემკვიდრე მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი გახდა. თანამდებობა ოფიციალურად 2011 წლის 17 დეკემბერს დაიკავა. (თანამდებობა: კორეის შრომის პარტიის თავმჯდომარე და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური)

საინტერესო ფაქტები კიმ ჩენ ირის შესახებ

კორეის ამჟამინდელი მმართველი კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი დაიბადა 8 იანვარს, ხოლო მისი დაბადების წელი დღემდე გასაიდუმლოებულია. უცნობია მისი დაბადების ადგილიც. რესპუბლიკის ოფიციალური ინფორმაციით, ბელადი 1982 წელს დაიბადა და ახლა იგი 34 წლისაა. სხვა წყაროების ცნობით, კიმ ჩენ ინი 1983 ან 1984 წელსაა დაბადებული. არსებობს ვერსია, რომ კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღი ხელოვნურად შეიცვალა, რათა მისი 30 წლის იუბილე დამთხვეოდა - მამის, კიმ ჩენ ირის 70 წლის იუბილეს და ბაბუის, კიმ ირ სენის 100 წლისთავს.

კიმ ჩენ ინის დედა, ყოფილი მსახიობი და კიმ ჩენ ირის მესამე, ოფიციალური მეუღლე კო იოჰნ ჰი გახლდათ. სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, მომავალი ბელადი დედის სახლში, ფხენიანის პროვინციაში დაიბადა და იქ მიიღო საშუალო განათლებაც. კო იოჰნ ჰი "საყვარელი დედის" ტიტულს ატარებდა და ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინს დედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. 2004 წელს დედის გარდაცვალების ცერემონიალზე დასწრების უფლება კიმს არ მისცეს. "საყვარელი დედა" სიცოცხლის ბოლო წლებში კიბოთი იყო დაავადებული და ის 2004 წლის თებერვალში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არაოფიციალური ვერსიით დაუმორჩილებლობის გამო მეუღლის შურისიების მსხვერპლი გახდა.

სხვადასხვა დასავლური გამოცემები დღემდე ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ პირადული ინფორმაციის მოპოვებას. ახალგაზრდა ბელადის შესახებ ყველაზე ვრცლად მოთხრობილია ბიოგრაფიულ წიგნში "ახალგაზრდა დიქტატორი", რომელიც შვეიცარიაში გამოიცა და მისი ავტორი, სამხრეთ კორეის დაზვერვის ერთ-ერთი ანონიმური თანამშრომელია.  "კომპლექსები და დასჯა" - ასეა დასათაურებული დიქტატორის ბიოგრაფიაში ის მონაკვეთი, სადაც კიმ ჩენ ინის ბავშვობაზეა მოთხრობილი.

მას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და საიდუმლოდ ზრდიდნენ. 10 წლის ასაკამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი. ისინი, ვინც მის სწავლაზე და მოვლაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. კარცერული ცხოვრების სტილი ბავშვის ფსიქიკაზე მძიმედ აისახა. ერთხელ. როდესაც დიდი ბელადი კიმ ჩენ ირი შვილის მორიგმა ფსიქიკურმა პრობლემამ გააღიზიანა, მისი დასჯა გადაწყვიტა. სამი კვირის განმავლობაში კიმ ჩენ ინს ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ამ დროის განმავლობაში მას არათუ თამაში ან კვება, არამედ მოძრაობაც უჭირდა. (ხელების გაკოჭვა - ჩრდილოეთ კორეაში დასჯის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ახლაც. როდესაც არასრულწლოვანი წვრილმან ქურდობას ან მშობლების შეურაცხყოფას გაბედავს) კიმ ჩენ ინის ბავშვობაში მსგავსი დასჯის მეთოდი არაერთხელ ყოფილა, რაც მის ცხოვრებისეულ კომპლექსში გადაიზარდა.

34 წლის დიქტატორი ახლაც ბავშვობის კომპლექსებს ებრძვის.

დასავლური მედიის ინფორმაციით კიმ ჩენ ინი 1998-2000 წლებში ევროპაში, ბერნის დახურულ კოლეჯში სწავლობდა, სადაც მომავალი ბელადი სხვა სახელით და გვარით იყო რეგისტრირებული, რათა არავის სცოდნოდა, რომ იგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვაჟი იყო.

თანაკლასელები კიმს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ხშირად იკრიბებოდნენ მასთან სახლში, - ლიბეფელდში, კირხშტრასეს ათ ნომერში. სამშობლოში დაბრუნებულმა კიმ ჩენ ინიმ სწავლა ფხენიანის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა, სადაც მას "სამხედრო აზროვნების გენიოსს" უწოდებდნენ. კიმ ჩენ ინის თანაკლასელები იხსენებდნენ, რომ სკოლაში იგი გახსნილი და მეგობრული იყო, თუმცა მორიდებული საპირისპირო სქესთან. უყვარდა ხატვა და ჰოლივუდური ფილმები, განსაკუთრებულად მძაფრსიუჟეტიანი, სადაც მთავარ როლს ჟან-კლოდ ვან დამი ასრულებდა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი კალათბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო და შეეძლო, საათობით მჯდარიყო ტელევიზორთან და NBA-ს მატჩებისთვის ეყურებინა. ამბობენ, მისი ოთახის კედლები სავსე იყო ამერიკელი კალათბურთელების პოსტერებით. თავად კიმი კი ამაყობდა, რომ გადაღებული ჰქონდა ფოტო NBA-ს ვარსკვლავებთან - ტონი კუკოჩთან და კობი ბრაიანტთან. თანაკლასელების თქმით, კიმი თავადაც კარგად თამაშობდა კალათბურთს და მოედანზე ლიდერის თვისებით გამოირჩეოდა. კიმის თამაშებს მუდამ ესწრებოდა ორი კორეელი ქალი, რომლებიც მატჩს ვიდეოზე იღებდნენ.

კიმ ჩენ ინის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი და ისიც არაოფიციალური ინფორმაციაა. ერთ-ერთი ვერსიით, მას არაოფიციალურად 7 წლის შვილიც ჰყავს ფხენიანის უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორისგან. გოგონას შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. სამხრეთ კორეული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 2009 წლიდან ოფიციალურად დაქორწინებულია ლი სოლ ჩჟუზე.

"უპრინციპო დიქტატორი"
- ასე მოიხსენიებენ კიმ ჩენ ინს. მისი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების შესახებ ლეგენდები დადის. მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია მის მიერ აფექტის მდგომარეობაში გაცემულმა ბრძანებებმა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, მან ათასობით თანამემამულე სიკვდილით დასაჯა. მიზეზი კი გახდა მათი ინტერესი პორნოფილმებისადმი. იმავე წელს მან სიკვდილით დასაჯა 215 არასრულწლოვანი, რომელთაც არაოფიციალურ სექსუალურ კავშირში დასდო ბრალი.

კიმ ჩენ ინის პირადი ხელმოწერით, ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი ისჯება სიკვდილით და ათეულობით ადგილობრივს მცირედი დანაშაულისთვის საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ. საბჭოთა კავშირის ძალადობრივი შრომის ბანაკების ექსპერტი ენ ეფლობი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბანაკები საბჭოთას ანალოგიურია, ისინი მიუვალ ადგილებშია აშენებული, შეირაღებული ზედამხედველებისა და სიკვდილის შიშით პატიმრები გაქცევას ვერ ახერხებენ. გულაგების არსებობის მრავალწლიან ისტორიაში, მხოლოდ ერთეული ადამიანები არსებობენ, რომლებმაც ტყვეობას თავი დააღწიეს, სწორედ ისინი წარმოადგენენ ინფორმაციის მთავარ წყაროს, იმის შესახებ თუ როგორი იდეოლოგიური და მოწამეობრივი სისასტიკეა ბანაკებში.

ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა მეთაური, სულაც არ გამოიყურება ახალგაზრდულად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინი, მამის მსგავსად "სპილოს ავადმყოფობას" ებრძვის. ბოლო დროს ტოტალიტარული ქვეყნის მართველი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. იშვიათად ჩნდება კამერების ობიექტივში და სამხედრო აღლუმებსაც შუშის კაბინეტიდან ადევნებს თვალს. მეორე ვერსიით მას დიაბეტი აქვს, არ ემორჩილება მკურნალობის წესებს, რის გამოც უკვე გადაადგილებაც უჭირს.

ამ დროისათვის არაპროგნოზირებადი დიქტატორის ბოლო გადაწყვეტილება და ბრძნება ასეთია: "ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიების დროებითი აკრძალვა ოფიციალურად უსაფრთხოების დაცვის მიზეზით" - ბრძანება 2 მაისით თარიღდება და მისი მოქმედების ვადა უცნობია.

იხილეთ ფოტოგალერეა

დავით მინდელი (სპეციალურად საიტისთვის)


rezo
23 მაისი 2016 09:19
კომუნიზმმა დახოცა ყველაზე ბევრი ადამიანი მსოფლიოში. არანაირი ჰიტლერი, არანაირი ჯვაროსნული ომები.
ჰოოფა
20 მაისი 2016 09:57
ქოცისტანის მართველი სიკრიჭიას დროც მალე მოვა!
ფუტუ
19 მაისი 2016 14:20
დიქტატორების ბედი ასეთია, ესეც მალე მიჰყვება წინაპრებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?