"აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მივიღებ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მივიღებ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას"

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოახდინოს ჩვენი არჩევნების სამართლიანობაზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები და ჩვენ მივიღებთ ამ ზომებს საჭირო დროს და საჭირო ადგილას“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოს.

მისივე განცხადებით, ის ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ჰაკერული შეტევების თაობაზე და რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ საპასუხო ქმედებებს განახორციელებს, რომელთა ნაწილი „აშკარა და გასაჯაროებული იქნება, ხოლო ნაწილი არა“.

„პუტინმა კარგად იცის ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემს განწყობაზე. მე მას უშუალოდ ვესაუბრე“, - აღნიშნა ობამამ.

ობამა და პუტინი ბოლოს ერთმანეთს პირისპირ ჩინეთში G20-ის სამიტზე შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"