"ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ" - რუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადებები ალეპოში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე
"ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ" - რუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადებები ალეპოში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე
სირიაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, სადაც ქალაქი ალეპო რუსეთის ავიაიერიშებმა და ბაშარ ასადის მებრძოლებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს, საზოგადოებას საშუალება მიეცა რუსეთის ფედერაციის პატრიარქის კირილის აზრი მოესმინა:

იხილეთ ვიდეო: რუსეთის პატრიარქი კირილი ალეპოში სისხლისღვრას გამართლებულად მიიჩნევს - "ეს წმინდათაწმინდა ომია"

„ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვას: ჩვენ გამოგვიცხადეს გამოუცხადებელი ომი. სირიის მაგალითზე ჩვენ ვხვდებით, რა უნდათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მათ რუსეთის განადგურება სურთ!

და თუ ეს ომია, მობილიზებული უნდა იყოს

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენი ჯარი და სპეცსამსახურები“, - განაცხადა პატრიარქმა, რომელმაც რუსეთის სირიაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებებს თავდაცვითი ომი უწოდა. რუსული ეკლესიის მეთაურმა ეს ყველაფერი დიმიტრი კისილოვთან საშობაო ინტერვიუში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სირიასა და რუსეთს შორის ათასობით კილომეტრია, პატრიარქის მტკიცებით, სირია რუსეთის მეზობელი ყოფილა:

„რაც დღეს შორეულ სირიაში ხდება, რომელიც საერთოდაც არ არის შორეული, სამშობლოს დაცვაა. სირია პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობელია. ეს ომი თავდაცვითი ბრძოლაა, გარკვეული საომარი მოქმედებები და რადგან ამ ომს თავდაცვითი ხასიათი აქვს, ის სამართლიანია. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება, ეს არის საპასუხო

ქმედება. ჩვენ თამამად ვსაუბრობთ სამართლიან ბრძოლაზე... საომარი მოქმედებები გამართლებულია, როცა ის იცავს ადამიანს, საზოგადოებას, სახელმწიფოს“.

მისივე თქმით, „საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, რომელსაც თან ახლავს სიკვდილი, შეიძლება გავამართლოთ“.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში კირილმა ასევე განაცხადა:

„დღეს ტერორისტების

წინააღმდეგ ბრძოლა საერთო უნდა იყოს ყველასთვის, ერთად უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტება. ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ... ღიად უნდა ვთქვა, რომ მე ვარ პატრიარქი, რომელიც სიმართლეს უნდა ამბობდეს პოლიტიკური კონიუნქტურისა და პროპაგანდისტული აქცენტების გარეშე. ამ ბრძოლაში უდიდესი როლი თქვენ შეასრულეთ, ამის გამო მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,  - პატრიარქმა ასე უკვე ვლადიმირ პუტინს მიმართა.

 

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან

ეკა გადახაბაძე

 

მკითხველის კომენტარი (8)
ttttttt
19 დეკემბერი 2016 16:42
ამერიკა არ არის სისხლისმღვლელი სატანა რატომ არაფერს ამბობთ იმაზე მარტო რუსეთს რომ გაიძახით , ამერიკიდან მოდის ყველა სიბინძურე ორივე დამპყრობელიაააააააა
luxo
17 დეკემბერი 2016 11:22
ეჰ კირილ,კირილ!შენ მგონია ჟირინოვსკის სული შეგიძვრა და ის გალაპარაკებს, რაღა განსხვავებაა შენსა და ივანე მრისხანეს შორის, რომელმაც სპილო ჩამოახრჩობინა?!
: *
da, hyavda ruseTs mefe mrisxane,
{ruseTs, gavsebuls paradoqsebiT}
Aar daujereb yurebs da Tvalebs,
iseTs gaigeb, rom gaocdebi.
is, (didi) mefe iyo erT-erTi,
is mkvleli iyo mefis xalaTiT,
man Svilic mokla, gana SemTxveviT
is, mowodebiT iyo jalaTi.
A ar dauCoqa mas, erTxel spilom,
morCilebis da pativis niSnad,
vai taxto da vai sircxvilo,
cxovels daatyda mefuri risxva.
-Dda, CamoaxvrCes sabralo spilo.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
17 დეკემბერი 2016 02:00
სერიოზულად ამტკიცებენ, რომ ეს კირილი იაპონჩიკააო. მაგრად კი ჰგავს:))
მარია
17 დეკემბერი 2016 01:30
ეს რუსეებიი მტლად გადაირიენ.ასეტი ზალადობა გერმანელებსაც კი არ საუდენიატ.სირცხვილი ეკლესიას და პატრიარქს რომელსაც სისხლის გვრა მოსწონს.უნდა გვესინოდეს მატი რადგან არავინაა დაზგვეული როდის გააფრენენ და სვენს მალე ამ დგესი აგმოვსდებიტ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები