13 დაღუპული ჯარისკაცი და 48 დაშავებული - თურქეთში დანაღმული მანქანა აფეთქდა - კვირის პალიტრა

13 დაღუპული ჯარისკაცი და 48 დაშავებული - თურქეთში დანაღმული მანქანა აფეთქდა

13 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა დღეს თურქეთში ქალაქ კეისერში მომხდარი აფეთქებისას. ქალაქ კეისერში უნივერსიტეტის ახლოს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელმაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი დააზიანა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ვეისი კაინაკის თქმით, ეს ტერორისტული აქტი ძალიან ჰგავს გასულ კვირას სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს.

"ინტერპრესნიუსი"