როგორ აპირებს "ფეისბუკი" ცრუ ახალი ამბების შეზღუდვას?
როგორ აპირებს "ფეისბუკი" ცრუ ახალი ამბების შეზღუდვას?
"ფეისბუკი" აპირებს შეზღუდოს მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ახალი ამბები.

ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ბოლო პერიოდში მომხარებლებისგან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან "ფეისბუკში" აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომების მიღება.

ახალი ინსტრუმენტის მიხედვით, მომხმარებელს თავად ექნება საშუალება" ფეისბუკს" აცნობოს ტყუილი ახალი ამბების შესახებ, თუ კონკრეტულ ამბავს რამდენიმე მომხმარებელი გაასაჩივრებს, ეს ინფორმაცია გადაეგზავნება გავლენიან მედიაორგანიზაციებს შესამოწმებლად.

თუ ეს ორგანიზაციები გამოავლენენ ცრუ ამბავს, მას "საკამათო" ახალი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამბის სტატუსი მიენიჭება. იქვე მითითებული იქნება სტატია, რომელიც განმარტავს, თუ რამ გამოიწვია "საკამათოს" სტატუსის მინიჭება.

"ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას და არ შეგვიძლია ვიყოთ მედიატორები, ამიტომ ამ პრობლემას ძალიან ფრთხილად ვუდგებით", - ნათქვამია "ფეისბუკის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

წყარო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები