“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით” - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით” - თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს
თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს.

რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა განახორციელა, ლიკვიდირებულია. თურქული ტელეკომპანია „NTV“-ს ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოკვდებით”, - დაიყვირა თავდამსხმელმა და რუსეთის ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსულია მედია წერს, რომ ტერორისტი ყვიროდა „ალაჰ აქბარ“. მათივე ცნობით, აღნიშნული ტერაქტი მიმართული იყო ელჩის წინააღმდეგ, რადგან გასროლის შემდეგ, თავდამსხმელმა ღონისძიებაზე დამსწრეთ საშუალება მისცა, საგამოფენო სალონის შენობა დაეტოვებინათ.

"როიტერის" ცნობით, ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა.
ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.

"ინტერპრესნიუსი"




berdia22
26 იანვარი 2017 01:28
ანალოგიური რამე ქართველ ელჩს რომ შემთხვედა არამგონია ვინმეს ამაზე ხუმრობის სურვილი გასჩენოდა თუნდაც რუსეთში
ლალი
21 დეკემბერი 2016 13:31
გმერთს არ უნდა რო კლავდნენ ერთმანეთს მივენდოთ გმერთს ვიყოთ კეთილები და ის გზას გვიჩვენებს
ლუხო
20 დეკემბერი 2016 10:49
ვინ არის დამნაშავე ???
გიჟუა
20 დეკემბერი 2016 02:04
ეხლა თურქეთის ელჩი რუსეთში ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
ან ვაფშე ჯობია შვებულება აიღოს.
:DDDDDDDDDDDDDDDDDDD
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?