"ალაჰ აკბარის“ დაყვირების შემდეგ ცეცხლი გახსნა" - ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი იტალიაში მოკლეს
"ალაჰ აკბარის“ დაყვირების შემდეგ ცეცხლი გახსნა" - ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი იტალიაში მოკლეს
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში  ეჭვმიტანილი, ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.

„გარდაცვლილი 24 წლის ტუნისელი ანის ამრია, რომელიც ბერლინში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო იძებნებოდა“

საინფორმაციო საშუალებების გადმოცემით, "იტალიელმა სამართალდამცავებმა მილანის ერთ-ერთ გარეუბანში მამაკაცი საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღ და „ალაჰ აკბარის“ დაყვირების შემდეგ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთ პოლიციელი დაიჭრა".

"როიტერის" ინფორმაციით, თავდამსხმელის ხელის ანაბეჭდები ემთხვევა ბერლინის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის ანაბეჭდებს.

You must have Flash Player installed in order to see this player.
განცხადება გააკეთა გერმანულმა მხარემაც: „უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი გაჩნდა, რომ იტალიელი პოლიციელების მოკლული ტუნისელი, ბერლინის თავდასხმაში ეჭვმიტანილია. კარგია, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, საღამოს ბერლინის ცენტრში ტრაგედია დატრიალდა. ქალაქში გამართულ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. სამართალდამცავები ტუნისელ მიგრანტს ეძებდნენ, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სატვირთო ავტომობილში იპოვეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე
მკითხველის კომენტარი (1)
berdia22
26 იანვარი 2017 02:45
ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ქვეყანაზე რადგან შემდგომში მათი ლიკვიდაცია და ისედაც ცოდვით სავსე მსოფლიოს კიდევ ცოდვის დაამატება არ მოუხდეს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები